"ტყე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, რომელსაც დაცვა სჭირდება, მოფრთხილება სჭირდება" - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეტყევის დღე აღინიშნა
გარემოს დაცვის სამინისტროში მეტყევის დღე აღინიშნა. მინისტრ დავით სონღულაშვილის განცხადებით, სატყეო რეფორმის ფარგლებში ტყის დაცვისა და მონიტორინგის სისტემას 500-მდე ახალი თანამშრომელი, მათ შორის ტყის მცველები დაემატა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეტყევის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სხვადასხვა უწყების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დააჯილდოვეს.
სტუმრებს სიტყვით მიმართა და სატყეო რეფორმაზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მისი განცხადებით, სატყეო რეფორმის ფარგლებში გაძლიერდა ტყის დაცვისა და მონიტორინგის სისტემა, რომელსაც 500-მდე ახალი თანამშრომელი, მათ შორის ტყის მცველები დაემატა.
"განსაკუთრებული პროფესიაა. მოგეხსენებათ, რომ ტყე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, რომელსაც დაცვა სჭირდება, მოფრთხილება სჭირდება და ეს ყველაფერი შეუძლებელი არის მეტყევეების გარეშე. ის მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც ხორციელდება სატყეო მიმართულებით, ასევე, რა თქმა უნდა, მეტყევეების პროფესიის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ზუსტად ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას თითოეული მეტყევეების დამსახურებას," - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„განსაკუთრებული პროფესიაა. მოგეხსენებათ, რომ ტყე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, რომელსაც დაცვა სჭირდება, მოფრთხილება სჭირდება და ეს ყველაფერი შეუძლებელი არის მეტყევეების გარეშე. ის მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც ხორციელდება სატყეო მიმართულებით, ასევე, რა თქმა უნდა, მეტყევეების პროფესიის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ზუსტად ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას თითოეული მეტყევეების დამსახურებას,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.