ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისხვადასხვასტატია

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 11 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი, მათ შორის ტემპერატურის მაჩვენებლები დღისით და ღამით.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოშიიმედინიუსი

11 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც გამოიდარა. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

მესტიაში მზიანი დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

+20 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

გორში +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?