როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 10 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი, მათ შორის ტემპერატურული მაჩვენებლები დღისით და ღამით, ასევე ნალექიანი და მზიანი რეგიონები.

10 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
ოზურგეთშიც მზეა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
ბათუმშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
მესტიაშიც მზეა და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ამბროლაურში მზეა მოსალოდნელი, +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა
+4 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
ახალქალაქშიც წვიმაა. დღისით ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი, ხოლო ღამით +3 გრადუსი იქნება.
+21 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
გორში იწვიმებს. +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
მზეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…