ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაატა სალია: სწორედ ის ძალები ცდილობენ დღეს ციხეში სიტუაციის არევას, შემდგომ ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად, რომლებიც იმ სისტემას ქმნიდნენ, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სიტუაცია სტაბილურია და არანაირი ბუნტი არ ყოფილა. მისი თქმით, ციხეებში სიტუაციის არევის მცდელობები იმ ძალებისგან მოდის, რომლებიც 2012 წლამდე არსებულ სისტემას ქმნიდნენ.

პაატა სალია: სწორედ ის ძალები ცდილობენ დღეს ციხეში სიტუაციის არევას, შემდგომ ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად, რომლებიც იმ სისტემას ქმნიდნენ, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა
პაატა სალია: სწორედ ის ძალები ცდილობენ დღეს ციხეში სიტუაციის არევას, შემდგომ ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად, რომლებიც იმ სისტემას ქმნიდნენ, რომელიც 2012 წლამდე არსებობდაიმედინიუსი

სწორედ ის ძალები ცდილობენ დღეს ციხეში სიტუაციის არევას, შემდგომ ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად, რომლებიც იმ სისტემას ქმნიდნენ, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

მისი თქმით, არცერთ ციხეში ბუნტი არ ყოფილა და საპატიმრო დაწესებულებებში დაცულია ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება.

„რატომ ვადარებთ 2012 წელს წელს? ბევრს არ მოგწონთ, რით ვერ დავივიწყეთ ამდენი ხანიო. რაღაც მოქმედებების გამო მოხდა თემის აქტუალიზაცია, რომ თითქოს დღესაც იგივე სიტუაციაა ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც იყო 2012 წლამდე. თითქოს გრძელდება არასათანადო მოპყრობა, წამება, გაუპატიურება და ასე შემდეგ. ამის შექმნის მცდელობა იყო. სავარაუდოდ, ამას ორგანიზატორიც ჰყავდა. მე ვერავის ხელს ვერ დავადებ, მაგრამ ეს ჩანს. შემიძლია ამის პოლიტიკური შეფასება გავაკეთო. ამ ყველაფრის უკან დგანან ის ძალები, რომლებიც იმ სისტემის შემოქმედები იყვნენ, რომლებზეც დღეს ვამბობთ, დავივიწყოთ და აღარ გვჭირდება ამაზე საუბარიო. სწორედ ის ძალები ცდილობენ დღეს ციხეში სიტუაციის არევას, შემდგომ ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად, რომლებიც იმ სისტემას ქმნიდნენ, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა. კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, სტაბილური სიტუაციაა, მართვას ექვემდებარება ჩვენი მმართველობის პერიოდში სიტუაცია ციხეებში, დაცულია ადამიანის უფლებები, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება და ის, რომ ვერავინ შეძლოს ცრუ ნარატივებით ქვეყანაში არეულობის გამოწვევა“, - განაცხადა პაატა სალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რატომ ვადარებთ 2012 წელს წელს? ბევრს არ მოგწონთ, რით ვერ დავივიწყეთ ამდენი ხანიო. რაღაც მოქმედებების გამო მოხდა თემის აქტუალიზაცია, რომ თითქოს დღესაც იგივე სიტუაციაა ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც იყო 2012 წლამდე. თითქოს გრძელდება არასათანადო მოპყრობა, წამება, გაუპატიურება და ასე შემდეგ. ამის შექმნის მცდელობა იყო. სავარაუდოდ, ამას ორგანიზატორიც ჰყავდა. მე ვერავის ხელს ვერ დავადებ, მაგრამ ეს ჩანს. შემიძლია ამის პოლიტიკური შეფასება გავაკეთო. ამ ყველაფრის უკან დგანან ის ძალები, რომლებიც იმ სისტემის შემოქმედები იყვნენ, რომლებზეც დღეს ვამბობთ, დავივიწყოთ და აღარ გვჭირდება ამაზე საუბარიო. სწორედ ის ძალები ცდილობენ დღეს ციხეში სიტუაციის არევას, შემდგომ ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად, რომლებიც იმ სისტემას ქმნიდნენ, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა. კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, სტაბილური სიტუაციაა, მართვას ექვემდებარება ჩვენი მმართველობის პერიოდში სიტუაცია ციხეებში, დაცულია ადამიანის უფლებები, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება და ის, რომ ვერავინ შეძლოს ცრუ ნარატივებით ქვეყანაში არეულობის გამოწვევა“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?