პატიმრის გაუპატიურების საქმე - რა თქვა ბადრაგმა ვარაბიოვმა, რომელიც "შაბათის ეთერმა" იპოვა
„შაბათის ეთერმა“ მოიძია 22 წლის გიორგი ვარაბიოვი, რომელსაც პატიმარი რუსთავის მე-6 ციხეში გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ბრალდებული უარყოფს ციხის თანამშრომლობას და ამტკიცებს, რომ სოკოს საწარმოს მუშაა, თუმცა მისი ბებია ადასტურებს, რომ ბადრაგი სწორედ მისი შვილიშვილია.

22 წლის გიორგი ვარაბიოვს, რომელსაც პატიმარი გაუპატიურებაში სდებს ბრალს, "შაბათის ეთერი" იმ ნომერზე დაუკავშირდა, რომელიც სატელეფონო ნომრების ბაზაში მისი სახალისა და გვარის გასწვრივ იძებნება.
"შაბათის ეთერის" ცნობით, კითხვების მოსმენის შემდეგ ვორობიევმა იდენტობა დამალა. [თქვა, რომ გიორგი ქვია, თუმცა გვარი დამალა] კაცი ამტკიცებს, რომ არა ციხის თანამშრომელი, არამედ სოკოს საწარმოს მუშა ხელია.
ჟურნალისტის არაერთი თხოვნის მიუხედავად კაცმა ვიდეო-ზარით დარეკვაზე უარი განაცხადა.
მეორე ზარზე, გიორგი ვორობიევმა ჟურნალისტს უთხრა, რომ აფრიკაში ცხოვრობს, და საქართველოში დროებით, საქმეზეა ჩამოსული. საბოლოოდ კაცმა ვერ დაასახელა აფრიკის რომელ ქალაქში ცხოვრობდა და ტელეფონი გათიშა.
"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი: ბადრაგი ლატექსის სამედიცინო ხელთათმანებით, ამოცნობილი და ნაპოვნია. ციხის ზედამხედველი, რომელსაც გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს, გიორგი კვარაცხელია არ არის.
TV პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ კაცი, რომელიც რუსთავის მეექვსე, ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში პატიმრებს ამ სახელით და გვარით ეცნობოდა, 22 წლის გიორგი ვარაბიოვია. მზია ყრუაშვილი, გიორგი ვარაბიოვის ბებია ადასტურებს, რომ ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით ნამდვილად მისი შვილიშვილია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…