გურამ დადიანიძის დედა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ აქციას გამართავს
მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა და 25 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას აანონსებს.

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ აქციას გამართავს.
სოფო ბიბილაშვილი გამოძიების მიმდინარეობითაა უკმაყოფილო.
ახლა უკვე ფიზიკურად გთხოვთ ყველას გვერდში დგომას, რადგან სამართლის პოვნა სხვაგვარად ვეღარ შევძელი!
ვაანონსებ აქციას!
25 ოქტომბერი, 17:00 საათი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობასთან, ორთაჭალაში ,გულუას N10″- წერს გურიკას დედა.
12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 16 სექტემბერს ბიჭის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა პოლიციას აცნობა, რომ გამოჩნდა ახალი მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ გურიკა გაუჩინარების შემდეგ ნახა. ოჯახი მოწმის გამოკითხვას ელოდება. გამოძიება ასევე დაინტერესდა დაკარგული ბიჭის პირადი ნივთებით, რომლებიც, დედის თქმით, მისი გაუჩინარების შემდეგ მამიდასთან აღმოჩნდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიმლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა აქციებს იწყებს
- ინტერპრესნიუსიდუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედა აქციას აანონსებს
- TV პირველი"თუ შსს და პროკურატურა არაფერს გააკეთებს, ივანიშვილის კართან დავდგები" - გურიკა დადიანიძის დედა
- ალია“თუ შსს და პროკურატურა არაფერს გააკეთებს, ივანიშვილის კართან დავდგები” – გურიკა დადიანიძის დედა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…