“ეს საქმე მივა ბოლომდე. და შენ, ვინც ეს 12 წელი დამალე, მალე ჩემ წინ დადგები” – რას წერს გურამ დადიანიძის დედა
2014 წელს ლომისობაზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ საქმე ბოლომდე მივა და მიმართავს პირს, ვინც ეს საქმე 12 წელი დამალა: „მალე ჩემს წინ დადგები – მაინტერესებს შენი პასუხი“.

გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
როგორც ის წერს, დადგა დრო, რომ საქმის გამოძიება ბოლომდე მივიდეს.
“შვილო, გური, როგორ გეძებდი, სად არ ვიარე… ერთი ხელებით მიწა არ მითხრია. რამდენჯერ მოვკვდი ამ ერთი წლის განმავლობაში და არავის ცხოვრებას არ შევხებივარ, არავინ გამინადგურებია, როგორც თქვენ გამანადგურეთ… აი, ახლა დადგა დრო, ეს საქმე მივა ბოლომდე. და შენ, ვინც ეს საქმე 12 წელი დამალე და მალე ჩემს წინ დადგები – მაინტერესებს შენი პასუხი! გური, დე, მიყვარხარ და მენატრები უზომოდ” – წერს სოციალურ ქსელში დაკარგული მოზარდის დედა.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელია, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
ციტატები სტატიიდან
„შვილო, გური, როგორ გეძებდი, სად არ ვიარე… ერთი ხელებით მიწა არ მითხრია. რამდენჯერ მოვკვდი ამ ერთი წლის განმავლობაში და არავის ცხოვრებას არ შევხებივარ, არავინ გამინადგურებია, როგორც თქვენ გამანადგურეთ… აი, ახლა დადგა დრო, ეს საქმე მივა ბოლომდე. და შენ, ვინც ეს საქმე 12 წელი დამალე და მალე ჩემს წინ დადგები – მაინტერესებს შენი პასუხი! გური, დე, მიყვარხარ და მენატრები უზომოდ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…