ილჰამ ალიევმა რამზან კადიროვს ავტომობილით ბაქო დაათვალიერებინა – პრესსამსახური
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ბაქოს „თეთრი ქალაქი“ მოინახულეს. ალიევი თავად მართავდა ავტომობილს, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.

10 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა ბაქოს „თეთრი ქალაქი“ მოინახულეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ალიევი თავად მართავდა ავტომობილს, რომლითაც ის და კადიროვი ბაქოს ქუჩების გავლით „თეთრ ქალაქში“ ჩავიდნენ.
ოფიციალური ცნობითვე, ალიევმა და კადიროვმა ერთობლივი სადილიც გამართეს. ფოტომასალას აზერბაიჯანული სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.