სავარაუდო ძალადობა სერგეი ყანჩელზე - პოლიციის სამმართველოში ადასტურებენ, რომ გამოკითხვაზე არავინ დაუბარებიათ
სამოქალაქო აქტივისტმა სერგეი ყანჩელმა პოლიციელები ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 27 სექტემბერს ექვსმა პოლიციელმა იგი გააჩერა და სასაფლაოზე ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა. შსს ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს, ხოლო პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

პოლიციელების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობა სერგეი ყანჩელზე - დიდუბე-ჩუღურეთის მესამე სამმართველოში "პირველებს" ეუბნებიან, რომ სამოქალაქო აქტივისტის მიერ გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ, რომელიც პოლიციელებს სექსუალური ძალადობის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს, არცერთი მათგანი პროკურატურას გამოკითხვაზე არ დაუბარებია და რომ ყველა მათგანი თანამდებობაზე რჩება.
პოლიციელები "ტვ პირველს" უდასტურებენ, რომ საპოლიცო ღონისძიებას კუკიის ტერიტორიაზე მათი განყოფილების თანამშრომლების გარდა სხვა ვერავინ ჩაატარებდა, რადგან აღნიშნული პერიმეტრი მათ ეკუთვნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებენ რომ ბრალდებები რომელსაც სერგეი ყანჩელი საჯაროდ აჟღერებს სიცრუეა.
სერგი ყანჩელმა გამოძიებას გუშინ სრული ინფორმაცია მიაწოდა პოლციიელების მხრიდან მასზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის შესახებ - სამოქალაქო აქტივისტი ექვსი საათის განმავლობაში დისტანციურად იკითხებოდა.
ყანჩელის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…