კობახიძე ევროკავშირს ამჯერად გამოუვალი მდგობარეობის“ ღონისძიებაზე მიწვევის გამო აკრიტიკებს
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი გააკრიტიკა თელავში დაგეგმილ ევროპის დღის ღონისძიებაზე მუსიკალური ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევის გამო.

ირაკლი კობახიძე ევროკავშირს ამჯერად მუსიკალურ ჯგუფ „გამოუვალი მდგობარეობის“ ღონისძიებაზე მიწვევის გამო აკრიტიკებს.
დღეს, 10 ოქტომბერს, ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ თელავში ევროპის დღეს კონცერტს გამართავს.
„ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა. მათი არჩევანია. ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ. ეს ძალიან სამწუხაროა. ვნახოთ, როგორც განვითარდება მომავალში პროცესები. მშვიდად უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ მათდამი კრიტიკულად განწყობილ არტისტებთან თანამშრომლობის გამო ევროკავშირს აკრიტიკებს. მაგალითად, სახელისუფლებო შეტევის ფონზე, გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი Kordz-ის კონცერტი გაუქმდა.
სახელისუფლებო შეტევის ფონზე, გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაპრემიერი „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევაზე - მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა
კობახიძე აპროტესტებს, რომ ევროპის დღეს კახეთში ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" იმღერებს
პრემიერი ევროკავშირის წარმომადგენლობაზე: ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ
პრემიერი ევროკავშირის წარმომადგენლობაზე: ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ
ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის წარმომადგენლობამ ღონისძიებაზე ზედიზედ მეორედ მიიწვია ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის შესახებ: „ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…