ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნად ქეითი ზაქარია დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნად ქეითი ზაქარია დანიშნა, რომელიც მანამდე Truth Social-ში მუშაობდა და კეროლაინ ლევიტს ჩაანაცვლებს.

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნად ქეითი ზაქარია დანიშნა
დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნად ქეითი ზაქარია დანიშნარუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნად ქეითი ზაქარია დანიშნა.

მისი თქმით, ქეითი ამჟამად კომპანია Truth Social-ის კომუნიკაციების უფროს მრჩევლად მუშაობს და ამ თანამდებობაზე გამორჩეულად წარმატებულია.

"ქეითი კალიფორნიიდანაა. მანამდე ის აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესმდივნისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. ქეითი პეპერდაინის უნივერსიტეტისა და პეპერდაინის უნივერსიტეტის კარუზოს სამართლის სკოლის გამორჩეული კურსდამთავრებულია, იურისტია და ხშირად გამოდის კომენტატორის რანგში ისეთ მედიასაშუალებებში, როგორებიცაა Fox News-ი და Newsmax-ი.ის ადრე ჩემს საარჩევნო კამპანიებშიც მონაწილეობდა და საკვანძო ცვალებად შტატებში მუშაობდა, სადაც შვიდიდან შვიდივე შტატში გავიმარჯვეთ. მას მხარდაჭერის უნაკლო ისტორია აქვს. ის სულ თავიდანვე ჩემი ერთგული და ბრწყინვალე მხარდამჭერია. ის ასევე MAGA-ს ერთგული გულშემატკივარი და წევრია! დარწმუნებული ვარ, რომ ქეითი, როგორც თეთრი სახლის მომავალი პრესმდივანი, ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს. მას პატივს სცემს მედია, ამერიკელი ხალხი და ჩემი ადმინისტრაცია, რომლებთანაც იგი შესანიშნავად ითანამშრომლებს. ქეითი ჩაანაცვლებს გამორჩეულ კეროლაინ ლევიტს, რომელმაც პრესმდივნის თანამდებობაზე შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. წარმატებები, ქეითი!" - წერს ტრამპი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქეითი კალიფორნიიდანაა. მანამდე ის აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესმდივნისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. ქეითი პეპერდაინის უნივერსიტეტისა და პეპერდაინის უნივერსიტეტის კარუზოს სამართლის სკოლის გამორჩეული კურსდამთავრებულია, იურისტია და ხშირად გამოდის კომენტატორის რანგში ისეთ მედიასაშუალებებში, როგორებიცაა Fox News-ი და Newsmax-ი.ის ადრე ჩემს საარჩევნო კამპანიებშიც მონაწილეობდა და საკვანძო ცვალებად შტატებში მუშაობდა, სადაც შვიდიდან შვიდივე შტატში გავიმარჯვეთ. მას მხარდაჭერის უნაკლო ისტორია აქვს. ის სულ თავიდანვე ჩემი ერთგული და ბრწყინვალე მხარდამჭერია. ის ასევე MAGA-ს ერთგული გულშემატკივარი და წევრია! დარწმუნებული ვარ, რომ ქეითი, როგორც თეთრი სახლის მომავალი პრესმდივანი, ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს. მას პატივს სცემს მედია, ამერიკელი ხალხი და ჩემი ადმინისტრაცია, რომლებთანაც იგი შესანიშნავად ითანამშრომლებს. ქეითი ჩაანაცვლებს გამორჩეულ კეროლაინ ლევიტს, რომელმაც პრესმდივნის თანამდებობაზე შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. წარმატებები, ქეითი!“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
CNN: თეთრ სახლში ეჭვის თვალით უყურებენ, რამდენ ხანს შეინარჩუნებს ქეითი ზაქარია პრესმდივნის თანამდებობას „კატასტროფული“ ბრიფინგის შემდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები