პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის ტრენინგი ჩატარდა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, ფსიქოლოგიასა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკას შეეხებოდა.

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა
რუსთავი 2

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა".

სასწავლო კურსის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა, არასრულწლოვან მოწმესთან და დაზარალებულთან ჩასატარებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების თავისებურებები, სამართალწარმოების პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლი და სხვა.

სამართლებრივ საკითხებთან ერთად ყურადღება დაეთმო ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც, როგორიც არის ბავშვთა მიმართ ძალადობა ბავშვის განვითარების კონტექსტში, ძალადობით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმა, მსხვერპლ და მოწმე ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები, მსხვერპლი/მოწმე არასრულწლოვნის გამოკითხვის NICHD პროტოკოლი.

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელება წარმოადგენს. ამ მიზნით საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიულ განვითარებას.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით თაღლითობის საქმეებზე გამოძიებისა და სამართლებრივი შეფასების პრაქტიკულ გამოწვევებზე ოთხდღიანი სასწავლო კურსი ჩატარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები