იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრ ჯეტონ შასივარს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრ ჯეტონ შასივარს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, სამართლებრივი სფეროს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და პენიტენციურ სისტემაში დანერგილი ინოვაციები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და მჭიდრო დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს სამართლებრივი სფეროს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დანერგილ ინოვაციურ მექანიზმებზე, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ რეაბილიტაციის პროგრამებსა და ციფრულ განვითარებაზე.
პაატა სალიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფასა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაზე მუშაობს. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ კონვენციას ერთ-ერთი პირველები შეუერთდნენ.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…