ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ ციხეში ბადრაგმა გააუპატიურა, საკუთარ უფლებებს სტრასბურგის სასამართლომდე დაიცავს

საქართველოს პროკურატურა

პატიმრის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი აცხადებს, რომ სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შემდეგ, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიებამ ძალადობის ფაქტი ვერ დაადასტურა და საქმე შეწყვიტა.

პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ ციხეში ბადრაგმა გააუპატიურა, საკუთარ უფლებებს სტრასბურგის სასამართლომდე დაიცავს
პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ ციხეში ბადრაგმა გააუპატიურა, საკუთარ უფლებებს სტრასბურგის სასამართლომდე დაიცავსTV პირველი

პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ ციხეში ბადრაგმა გააუპატიურა, საკუთარ უფლებებს სტრასბურგის სასამართლომდე დაიცავს. სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ადვოკატმა დღეს ბოლომდე ბრძოლა დაანონსა.

სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, სამართლებრივ რეჟიმში რჩებიან და ბოლოს ინსტანციამდე იბრძოლებენ სიმართლის დასამტკიცებლად

"დავაყენეთ შუამდგომლობა პროკურატურაში, რომ ამოღებულიყო დეესკალაციაში გადაყვანის სხვა კადრები, მათ შორის სხვა პატიმრების კადრები, როგორ ხდებოდა გადაყვანის პრაქტიკა და გიორგის შემთხვევაში როგორ იყო და რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ასევე თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საკითხზეც ვესაუბრე პროკურატურას და შუამდგომლობაც დავაყენე, რომ ეს საკითხები გამოკვლელული ყოფილიყო. არც მიგვიღია ამაზე პასუხები, ისე შეწყდა გამოძიება.

ჩვენ ვრჩებით სამართლებრივ რეჟიმში, ვრჩებით ბრძოლის რეჟიმში და მას შემდეგ რაც ყველა შიდა პროცედურას გაივლის ეს დოკუმენტი, აუცილებლად გასაჩივრდება ეს სტრასბურგში. როცა თავიდან გიორგი მესაუბრა, ის ვერ ხედავდა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ფარგლებში დამტკიცებულიყო მისი სიმართლე. თავიდანვე იყო გიორგის მოთხოვნა, რომ ეს საქმე წასულიყო სტრასბურგის სასამართლოში". - ამბობს სალომე ჯანუაშვილი.

საქართველოს პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

უწყების მტკიცებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

პირველი რეაქცია შენი იყოს