პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ილია სულამანიძე: ჩემი გრძნობა ერთადერთი სიტყვით აიხსნება - თავი მგონია სიზმარში, ახლა ვნატრობ, არ გამომეღვიძოს

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ილია სულამანიძე: ჩემი გრძნობა ერთადერთი სიტყვით აიხსნება - თავი მგონია სიზმარში, ახლა ვნატრობ, არ გამომეღვიძოს
რუსთავი 2

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და მსოფლიო პირველობაზე კარიერაში პირველად დაეუფლა უმაღლესი სინჯის მედალს.

"ჩემი გრძნობა ერთადერთი სიტყვით აიხსნება - თავი მგონია სიზმარში. ახლა ვნატრობ, რომ არ გამომეღვიძოს და იმედია, არ გამომეღვიძება. ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, ვფიქრობ, რომ 100%-იანი, 99%-იანი ფორმა მქონდა დღეს საშეჯიბროდ, ყველაფერი ისე კარგად გავიარეთ, ისე დავგეგმეთ, რომ სხვანაირად არ შეიძლება და ძალიან დამაზარალებდა მე თუნდაც ფინალამდე, ან ფინალში წაგება. ძალიან დიდი წარმატებაა მთელი საქართველოსთვის და ჩემი ოჯახისთვის. მე შევეცდები, რომ ეს ოქროს მედალი, რა თქმა უნდა, ოლიმპიურ ოქროს მედლითაც გავამეორო,"- აცხადებს ილია სულამანიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ტაბულაოპოზიციურიძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
  2. იმედინიუსისამთავრობოილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები