პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

AXIOS: უიტკოფი და კუშნერი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

AXIOS-ის ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიან. პარალელურად, კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინს ტრამპთან საუბრისას უკრაინასთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლების ვალდებულება არ აუღია.

AXIOS: უიტკოფი და კუშნერი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოსკოვსა და კიევს ეწვევიან
იმედინიუსი

AXIOS-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოსკოვში და კიევში ჩავლენ.

თუმცა, გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გავლენას მოახდენს მათ გეგმებზე გუშინ აშშ-სა და რუსეთს შორის ნავთობის შესახებ მიღწეული შეთანხმება.

„პუტინი უკრაინას ძლიერად უტევს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ის ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მზად არის. გვინდა, შევიმუშაოთ ახალი წინადადება, რომელიც მისთვის საკმარისად მისაღები იქნება, რათა ომი შეაჩეროს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ამასთან, პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპთან 90-წუთიანი სატელეფონო საუბრისას უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ვალდებულება არ აიღო.

უშაკოვის თქმით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნების დროს მოსკოვსა და სხვა ქალაქებზე უკრაინის თავდასხმებმა „მოლაპარაკებების პროცესის დაუყოვნებლივ განახლების შესაძლებლობა ჩაშალა“.

„პრეზიდენტმა თქვა, რომ დავფიქრდებით, როდის შეიძლება განახლდეს ეს მოლაპარაკებები“, - დასძინა უშაკოვმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრეზიდენტმა თქვა, რომ დავფიქრდებით, როდის შეიძლება განახლდეს ეს მოლაპარაკებები“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
AXIOS: უიტკოფი და კუშნერი დღეს მაიამიში ზელენსკის წარმომადგენლებს შეხვდებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები