ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვინ "დააშანტაჟა" ივანიშვილი? - კემულარია ასახელებს მიზეზს, რის გამოც მისი თქმით, "ოცნების" დამფუძნებელმა კობახიძის მოხსნა გადაიფიქრა

ტვ პირველიქართული ოცნება

პოლიტიკოს კოტე კემულარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მზად იყო ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე თანამდებობიდან გაეთავისუფლებდა, თუმცა „ოცნების“ ძველი თაობის ულტიმატუმის გამო გადაიფიქრა. კემულარიას თქმით, მათ მოითხოვეს, რომ კობახიძის წასვლის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრად მხოლოდ თეა წულუკიანი უნდა მოეყვანათ.

ვინ "დააშანტაჟა" ივანიშვილი? - კემულარია ასახელებს მიზეზს, რის გამოც მისი თქმით, "ოცნების" დამფუძნებელმა კობახიძის მოხსნა გადაიფიქრა
ვინ "დააშანტაჟა" ივანიშვილი? - კემულარია ასახელებს მიზეზს, რის გამოც მისი თქმით, "ოცნების" დამფუძნებელმა კობახიძის მოხსნა გადაიფიქრაTV პირველი

ივანიშვილი ჯერ კიდევ 14 სექტემბერს იყო მზად კობახიძის გასაშვებად და მათ შორის კალაძეც, ორივე ერთად უნდა გაეშვა - ამის შესახებ TV პირველის "დღის ამბებში" პოლიტიკოსმა, კოტე კემულარიამ განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც "ოცნების" ძველი თაობა [ხუნდაძე, წულუკიანი სუბარი] აჯანყდა და "ულტიმატუმი წაუყენეს ივანიშვილს, რომ თუ კობახიძეს გაუშვებდა, მხოლოდ თეა წულუკიანი უნდა მოეყვანა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ კანდიდატს მხარს არ დაუჭერდნენ".

14 სექტემბერს, როცა ქვეყანას ახალი პრემიერი უნდა ჰყოლოდა, ისინი აჯანყდნენ, მათ ულტიმატუმი წაუყენეს ბიძინა ივანიშვილს და ვისზე? - თეა წულუკიანზე. ანუ მათ დასვეს საკითხი თუ ის [ირაკლი კობახიძე] წავა, უნდა იყოს ეს [თეა წულუკიანი] ახალი რომ მოიყვანო ჩვენ მას ხმას არ მივცემთ. გახსოვთ თქვენ გახარიას პარტიის კანონპროქტს რომ მისცა 18-მა დეპუტატმა ხმა. ეს იყო ის ყვითელი ბარათი, რაც მათ აჩვენეს ივანიშვილს. წულუკიანს, ასეთ გამოცდილს შეეშალა ღილაკი?! ეს იყო ივანიშვილისთვის ჩვენება, რომ "ჩვენ არ ვართ ისეთი მონები ხელს რომ წამოგვარტყამ". არ მისცემდნენ ისინი ხმას, ახალ პრემიერს ვერ დაამტკიცებს ივანიშვილი, ხმები არ ჰყოფნის უბრალოდ"- აცხადებს კოტე კემულარია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ულტიმატუმი წაუყენეს ივანიშვილს, რომ თუ კობახიძეს გაუშვებდა, მხოლოდ თეა წულუკიანი უნდა მოეყვანა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ კანდიდატს მხარს არ დაუჭერდნენ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.