“ივანიშვილის ხმარება საერთოდ არ შეიძლება თუ ამ კონკრეტულ, თქვენს მიერ მითითებულ სიტყვებთან?”– მაია ნადირაძე
ყოფილი პარლამენტარი მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ აკრძალულ ფრაზებს და აკრიტიკებს კომისიის წევრებსა და მმართველ ძალას.

ყოფილი პარლამენტარი მაია ნადირაძე:
“აკძალვებზე”
კომუნიკაციების კომისია | Communications Commission
სულ მაინტერესებს იმ ადამიანების მდგომარეობა, ცხოვრების აზრი რა აქვთ, როცა ადამინობიდან ინფოზირიებად იქცევიან სარგებელის გამო.
ამჯერად ესენი არიან:
გულორდავა გოგა
იმნაძე ეკატერინე
ვაზაგაშვილი ანი
კუკულაძე ნათია
მახარაძე ივანე
ჯერ მარტო ერთი შეკითხვა გამიჩნდა:
ეს რა უბედურება დაგმართნიათ, “რას დაგამსგავსათ სეთურმა”?!
ან რატომ ისწავლეთ, ან რატომ იშრომეთ, ან ეგ 20 ათასი ლარი რა ჯანდაბათ გინდათ, უცებ, ერთ დღეში თუ ფოსტალებად უნდა მოვლენოდით სამყაროს?!
თქვენ ფოტოებს დაურთავენ ყველა გამოცემას, სადაც სამარცხვინო და მშიშარა ადამიანებზე რამე იქნება ნათქვამი.
რა საყვარლები ხართ, თავი რომ “ მოღვაწეები” გგონიათ და ალბათ მხრების აჩეჩვით ან თვალების მინაბვით გამოხატავთ “აბა რა გვექნა”
თან, აზრზე არა ხართ, რა შეუძლია ქართულ ენას. ისე არ მოგივიდეთ, რომ ამ სიტყვების დაბრუნებას იხვეწებოდეთ. ისედაც, ძალიან უშინაარსო გახდა და მოიყირჭა თქვენს მიერ აკრძალული ეპითეტები და აშკარად ახლებია საჭირო.
ვიდრე ენის შესაძლებლობეზე გადავალ, ერთი დაზუსტება – ივანიშვილის ხმარება საერთოდ არ შეიძლება თუ ამ კონკრეტულ, თქვენს მიერ მითითებულ სიტყვებთან?
“ივანიშვილის პრეზიდენტი” რომ აკრძალეთ, “ივანაშვილის პრემიერი” მოსულა?
პირდაპირ ქოცხროვა რომ ვთქვათ, მაგისთვის ცალკე ბრძანება უნდა გამოსცეთ?
ან პუტინის მსახურები?
ან რუსეთის ნამესტნიკები?
ან ე.წ. განათლების რეფორმის მაგივრად “გაუნათლებლების რეფორმა”
ან „ქართული ოცნების პოლიციის” ნაცვლად “ პოლიციის ფორმებიანი ბანდა”
ან, სასამართლო კლანის მაგივრად “მანტიაში გამოწყობილი მონები”
“პოლიტიკური პატიმრების ნაცვლად” “ ღირსების მცველები”
ყველა სიტყვას აღარ გადაგითარგმნით, ახლა გაბრაზებული ვარ და სხვა დროს უკეთესებს გამოვალ.
დიდი საქმეები გელით, საბრალო მზაკვრებო
93 ფრაზა, რომლის გამოყენებაც აკრძალა ქართულმა ოცნებამ – TI-საქართველო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.