ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ილია წულაია: Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს

„არქის“ დამფუძნებლისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ილია წულაიას განცხადებით, Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია ინვესტორებისთვის. მისი თქმით, ეს გზავნილია მსოფლიო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო უძრავი ქონების ინვესტირებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე მომგებიანი ადგილია მსოფლიოში.

ილია წულაია: Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს
ილია წულაია: Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოსიმედინიუსი

Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს, - განუცხადა „ქრონიკას“ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაიამ.

წულაიას თქმით, ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიო ინვესტორებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში უნდათ ინვესტირება.

„Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის არის ყველაზე ძლიერი სიგნალი, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს. ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიო ინვესტორებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში უნდათ ინვესტირება, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო დანიშნულების ადგილი მსოფლიოში.

ისეთ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელსაც იმხელა GDP, მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს, როგორიც საქართველოა, თქვენ ვერ ნახავთ, რომ Trump Tower-ის მსგავსი ბრენდი ან რომელიმე ლუქს ბრენდი შესულიყოს. ეს არის საქართველოსთვის ე.წ. დიდი ნახტომი და დანახვება მთელი მსოფლიოსათვის, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი და საქართველოში ინვესტირება ყველაზე მომგებიანია უძრავი ქონების ინვესტორებისთვის. შეიძლება ითქვას, ყველაზე მომგებიანი მსოფლიოში“, - აღნიშნა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ერიკ ტრამპი თბილისის Trump Tower-ზე: ბევრი ბიზნესმენისთვის გახდება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საქართველოში შევდივართწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები