ნეთანიაჰუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ აშშ-ის ახალ სანქციებს მიესალმება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიესალმა აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სანქციების დაწესებას მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა აშშ მხრიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სანქციების დაწესებას, რომელმაც ღაზაში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას times of israel-ი ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პოლიტიკური ორგანო უწოდა.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) სასამართლო არ არის, ის პოლიტიკური ორგანოა, რომელიც სასიკვდილო საფრთხეს უქმნის კანონის პატივისმცემელ დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში და თავად ეროვნული სუვერენიტეტის იდეასაც კი“, - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი სასამართლოსთვის სერვისების მიმწოდებელი კომპანიების დასჯასაც ითვალისწინებს.
ციტატები სტატიიდან
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) სასამართლო არ არის, ის პოლიტიკური ორგანოა, რომელიც სასიკვდილო საფრთხეს უქმნის კანონის პატივისმცემელ დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში და თავად ეროვნული სუვერენიტეტის იდეასაც კი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.