ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნეთანიაჰუ: ნობელის პრემიის კომიტეტმა მორალური კომპასი დაკარგა - მან თავისი უმაღლესი ჯილდო გადასცა მოძულე ფანატიკოსს, რომელმაც მთელი კარიერა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ცილისწამებების შეთხზვასა და გავრცელებას დაუთმო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა ნობელის პრემიის კომიტეტი ნავი პილაისთვის მშვიდობის პრემიის მინიჭების გამო და კომიტეტს „მორალური კომპასის დაკარგვა“ დააბრალა.

ნეთანიაჰუ: ნობელის პრემიის კომიტეტმა მორალური კომპასი დაკარგა - მან თავისი უმაღლესი ჯილდო გადასცა მოძულე ფანატიკოსს, რომელმაც მთელი კარიერა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ცილისწამებების შეთხზვასა და გავრცელებას დაუთმო
ნეთანიაჰუ: ნობელის პრემიის კომიტეტმა მორალური კომპასი დაკარგა - მან თავისი უმაღლესი ჯილდო გადასცა მოძულე ფანატიკოსს, რომელმაც მთელი კარიერა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ცილისწამებების შეთხზვასა და გავრცელებას დაუთმოიმედინიუსი

ნობელის პრემიის კომიტეტმა მორალური კომპასი დაკარგა - მან თავისი უმაღლესი ჯილდო გადასცა მოძულე ფანატიკოსს, რომელმაც მთელი კარიერა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ცილისწამებების შეთხზვასა და გავრცელებას დაუთმო, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.

„ნავი პილაის ყველაზე დიდი „მიღწევა“ იმ კორუმპირებული პროკურორის გათეთრება და ლეგიტიმაცია იყო, რომელმაც ისრაელის წინააღმდეგ პილაის შეთხზულ სიცრუეს მოჰკიდა ხელი - იმ იმედით, რომ ამ ბოროტმოქმედთა ბრბოსთან შეერთებით გაუპატიურების ბრალდებას აირიდებდა.

კარიმ ხანმა, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლები გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, პილაის სიცრუეები ისრაელის წინააღმდეგ ყალბი ბრალდების ასაგებად გამოიყენა.

პილაიმ სიცრუე მიაწოდა, ხანმა კი ის იარაღად აქცია. ახლა კი ნობელის კომიტეტის გზააბნეული წევრები პატივს მიაგებენ ქალს, რომელიც ებრაელების დემონიზაციასა და მართლმსაჯულების მასხრად აგდებას ეწეოდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა ნავი პილაი - გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი. ნობელის კომიტეტმა ნავი პილაის მშვიდობის პრემია მიანიჭა მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. კომიტეტმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან როლსაც, რომელიც ნავი პილაიმ შეასრულა ომის დანაშაულთან, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთან და გენოციდთან ბრძოლაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნავი პილაის ყველაზე დიდი „მიღწევა“ იმ კორუმპირებული პროკურორის გათეთრება და ლეგიტიმაცია იყო, რომელმაც ისრაელის წინააღმდეგ პილაის შეთხზულ სიცრუეს მოჰკიდა ხელი - იმ იმედით, რომ ამ ბოროტმოქმედთა ბრბოსთან შეერთებით გაუპატიურების ბრალდებას აირიდებდა. კარიმ ხანმა, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლები გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, პილაის სიცრუეები ისრაელის წინააღმდეგ ყალბი ბრალდების ასაგებად გამოიყენა. პილაიმ სიცრუე მიაწოდა, ხანმა კი ის იარაღად აქცია. ახლა კი ნობელის კომიტეტის გზააბნეული წევრები პატივს მიაგებენ ქალს, რომელიც ებრაელების დემონიზაციასა და მართლმსაჯულების მასხრად აგდებას ეწეოდა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები