ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაის

ნობელის მშვიდობის წლევანდელი პრემია გაეროს ყოფილ კომისარს, ნავი პილაის მიენიჭა მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის.

ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაის
ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაისრადიო თავისუფლება

მშვიდობის პრემიის წლევანდელი ლაურეატი 9 ოქტომბერს გამოცხადდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში.

ნობელის კომიტეტმა ნავი პილაის მშვიდობის პრემია მიანიჭა მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. კომიტეტმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან როლსაც, რომელიც ნავი პილაიმ შეასრულა ომის დანაშაულთან, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთან და გენოციდთან ბრძოლაში.

ნავი პილაი 1941 წლის 23 სექტემბერს დაიბადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

პირველი არათეთრკანიანი ქალია, რომელიც 1995 წელს გახდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

ნავი პილაი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი იყო 2008-2014 წლებში. იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეც. ხელმძღვანელობდა რუანდაში გენოციდის გამო შექმნილ საერთაშორისო ტრიბუნალს.

ნობელის მშვიდობის პრემიაზე წელს წარდგენილი იყო 280-ზე მეტი ადამიანი და 79 ორგანიზაცია. პრემიაზე პრეტენზია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემია ნავი პილაის მიენიჭა — გაეროს ანგარიში ღაზაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები