მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე გერმანული კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბერლინში, აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მეცხრე ფორუმის ფარგლებში, კომპანია Siemens Healthineers-ის წარმომადგენელს, დანიელ ფრიშს შეხვდა. მხარეებმა სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბერლინში, აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მეცხრე ფორუმის ფარგლებში, სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი გერმანული კომპანია Siemens Healthineers-ის წარმომადგენელს, დანიელ ფრიშს შეხვდა.
კომპანია სამედიცინო დიაგნოსტიკის აპარატურის, ლაბორატორიული კვლევებისა და ჯანდაცვის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს. ის სამედიცინო დაწესებულებებს დაავადებების გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურისა და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას დაავადებების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკის სიზუსტისა და პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია ესწრებოდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…