შარლ მიშელი: გახდა თუ არა ევროკავშირი ფონ დერ ლაიენის 7-წლიანი მუშაობით უფრო მიმზიდველი?! რა თქმა უნდა - არა! არ არის საჭირო ახალი ინიციატივები. ამ კომისიამ 400-ზე მეტი ინიციატივა წარადგინა და სად არის შედეგი? ვერ ვხედავთ გაუმჯობესებას
ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მწვავედ გააკრიტიკა. მიშელის თქმით, ფონ დერ ლაიენის 7-წლიანი მუშაობის პერიოდში ევროკავშირი უფრო მიმზიდველი არ გახდა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ნელა მიმდინარეობს და კომისიის მიერ წარდგენილმა 400-ზე მეტმა ინიციატივამ შედეგი არ გამოიღო.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მწვავედ გააკრიტიკა. მიშელის შეფასებით, ის მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს.
მისი თქმით, ევროკომისიაში ენერგია ზედაპირული საკითხების განხილვას ხმარდება, მაშინ, როცა ევროკავშირი მძიმე გამოწვევების წინაშეა. მიშელი მიიჩნევს, რომ ევროპას ამბიციური მიდგომები აკლია და ასეთი ნაბიჯების გარეშე ევროკავშირი გლობალურ პროცესებში საკუთარ როლს კარგავს.
„გახდა თუ არა ევროკავშირი ფონ დერ ლაიენის 7-წლიანი მუშაობით უფრო მიმზიდველი?! რა თქმა უნდა - არა! ფონ დერ ლაიენი პასუხისმგებელია, რომ კომისიაში ძალიან ნელა მიმდინარეობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. დღეს ევროკავშირი მძიმე გამოწვევების წინაშეა. მომრავლდა კონფლიქტები, ომები. რთულ ვითარებაში ვართ ჩინეთთან და ამერიკასთან კონკურენციის საკითხებში. ამიტომ ჩვენი ყურადღება მიმართული უნდა იყოს საკვანძო საკითხებისადმი. არ არის საჭირო ახალი ინიციატივები. ამ კომისიამ 400-ზე მეტი ინიციატივა წარადგინა და სად არის შედეგი? ვერ ვხედავთ გაუმჯობესებას. ბევრ ბიზნესმენს ვხვდები და მათი უმეტესობა მხარს უჭერს ევროპულ პროექტს, მაგრამ იმედგაცრუებულები არიან“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ციტატები სტატიიდან
„გახდა თუ არა ევროკავშირი ფონ დერ ლაიენის 7-წლიანი მუშაობით უფრო მიმზიდველი?! რა თქმა უნდა - არა! ფონ დერ ლაიენი პასუხისმგებელია, რომ კომისიაში ძალიან ნელა მიმდინარეობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. დღეს ევროკავშირი მძიმე გამოწვევების წინაშეა. მომრავლდა კონფლიქტები, ომები. რთულ ვითარებაში ვართ ჩინეთთან და ამერიკასთან კონკურენციის საკითხებში. ამიტომ ჩვენი ყურადღება მიმართული უნდა იყოს საკვანძო საკითხებისადმი. არ არის საჭირო ახალი ინიციატივები. ამ კომისიამ 400-ზე მეტი ინიციატივა წარადგინა და სად არის შედეგი? ვერ ვხედავთ გაუმჯობესებას. ბევრ ბიზნესმენს ვხვდები და მათი უმეტესობა მხარს უჭერს ევროპულ პროექტს, მაგრამ იმედგაცრუებულები არიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.