კილის ინსტიტუტი: 100 მილიარდი ევროს ოდენობის გერმანული დახმარებიდან უკრაინამდე 42 მილიარდმა ევრომ ჩააღწია
გერმანიის კილის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გერმანიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 100 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებიდან კიევამდე რეალურად მხოლოდ 41,7 მილიარდმა ევრომ ჩააღწია, ვინაიდან თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანიაშივე დაიხარჯა.

100 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებიდან, რომელიც გერმანიის მთავრობამ უკრაინას გამოუყო, კიევამდე მხოლოდ 41,7 მილიარდმა ევრომ ჩააღწია. შესაბამისი კვლევის შედეგებს გერმანიის კილის ინსტიტუტი აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით უკრაინისთვის გერმანიის დახმარების მოცულობა 100 მილიარდ ევროს შეადგენდა, 43,3 მილიარდი ევრო სამოქალაქო დახმარება იყო, ხოლო 57,6 მილიარდი ევრო - სამხედრო.
აღნიშნული თანხა პოლიტიკური და საზოგადოებრივი კამათის საგანი გახდა, თუმცა, რას მოიცავდა დახმარება, უცნობი იყო.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივნისიდან გერმანიის მთავრობა დახმარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აღარ ასაჯაროებს.
სამოქალაქო დახმარების 43,3 მილიარდი ევროდან 35,9 მილიარდი ევრო, ანუ 80% გერმანიაში დაიხარჯა. კიდევ 1,3 მილიარდი ევრო უკრაინაში მომუშავე გერმანული კომპანიების საექსპორტო და საინვესტიციო გარანტიებზე დაიხარჯა.
ანალიზის თანახმად, უკრაინამდე სამოქალაქო დახმარებიდან მხოლოდ 7,4 მილიარდმა ევრომ ჩააღწია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.