პრემიერ-მინისტრი - როდესაც ჩვენ ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს ვხვდებით, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტს ნაკლები ყურადღება მივაქციოთ - ევროპარლამენტი საინტერესო არ არის!
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლები მათ ევროპარლამენტისთვის ნაკლები ყურადღების მიქცევას ურჩევენ და ამ ინსტიტუტს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს ადარებს. განცხადება მოჰყვა ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებს და ვიზების აკრძალვას ითხოვს.

როდესაც ჩვენ ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს ვხვდებით, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტს ნაკლები ყურადღება მივაქციოთ - ზოგადად, ევროპარლამენტი საინტერესო არ არის! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, “საზოგადოებამ ისწავლა, რომ ევროპარლამენტის არც დებატებს და არც დოკუმენტებს საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება.
“ეს ინსტიტუცია იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაესს საბჭოს, რომ საერთოდ არ არის საინტერესო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროპარლამენტს დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები და ვიზების აკრძალვა დემოკრატიული უკუსვლის, ძალადობრივი რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი პირების, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და კახა კალაძის მიმართ.
ციტატები სტატიიდან
„საზოგადოებამ ისწავლა, რომ ევროპარლამენტის არც დებატებს და არც დოკუმენტებს საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…