ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შეაფასა, რომლის მიხედვითაც საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით უმაღლეს შეფასებას ინარჩუნებს. კალაძის თქმით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის პროგრესის აღიარება მნიშვნელოვანია.

კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით
კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებითრუსთავი 2

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში შეაფასა, რომლის თანახმადაც, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას ინარჩუნებს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მიღწეული შედეგი მისასალმებელია და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ.

ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას წამყვანი პოზიციები სხვადასხვა სფეროში აქვს.

"რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი მისასალმებელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ტრეფიკინგთან ბრძოლაში ჩვენი შესაბამისი უწყებების, სამსახურების საშუალებით, თუმცა ზოგადად თუ შევხედავთ გამოქვეყნებულ სტატისტიკებს სხვადასხვა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ ტრეფიკინგთან ბრძოლაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის პროგრესის აღიარება მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიის განმტკიცებისთვის, ისე საერთო განვითარებისთვის.

"თქვენ თუ შეხედავთ ობიექტურ შეფასებებს კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან, ჩატარებულ კვლევებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყანაზეც აისახება, აისახება დემოკრატიაზე, ქვეყნის განვითარებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ხდება ამ ყველაფრის აღიარება", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი მისასალმებელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ტრეფიკინგთან ბრძოლაში ჩვენი შესაბამისი უწყებების, სამსახურების საშუალებით, თუმცა ზოგადად თუ შევხედავთ გამოქვეყნებულ სტატისტიკებს სხვადასხვა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ ტრეფიკინგთან ბრძოლაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“
კახა კალაძე
„თქვენ თუ შეხედავთ ობიექტურ შეფასებებს კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან, ჩატარებულ კვლევებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყანაზეც აისახება, აისახება დემოკრატიაზე, ქვეყნის განვითარებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ხდება ამ ყველაფრის აღიარება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველო უკვე მე-11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლაში პირველ კალათაშია - სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი წლიური ანგარიშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები