ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზუგდიდში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს

ზუგდიდში მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სკოლების წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე პედაგოგებს სიგელები და ფულადი ჯილდოები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა გადასცეს.

ზუგდიდში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს
ზუგდიდში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვესფოტო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო · გამოყენების უფლება გადაამოწმეთ წყაროზე

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს განათლებული, ჯანსაღი და ღირსეული თაობა. სწორედ ასეთ ახალგაზრდებზე დგას საქართველოს მომავალი. პედაგოგობა არის პროფესია, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. მიხარია, რომ თითოეული თქვენგანი მაღალი პროფესიონალიზმითა და პირნათლად ემსახურება ამ დიდ საქმეს, - ამ სიტყვებით მიმართა ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ წარმატებულ პედაგოგებს.

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, საჯარო და კერძო სკოლების წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღვაწლმოსილ პედაგოგებს სიგელები და ფულადი ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიამ გადასცეს.

აგრეთვე, სპეციალური ჯილდო ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ მამუკა ბულიასაც გადაეცა.

წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლიდან ახორციელებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ინიციატივა პედაგოგთა მრავალწლიანი საქმიანობის დაფასებასა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.

ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ზვიად გაბისონიამ გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები