პრემიერი: მომავალი წლის ბოლოს დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა - განიხილება ინვესტიციების განხორციელების სამი შესაძლო მოდელი - როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე სრულად კერძო ინვესტიციით, ასევე განიხილება შერეული ფორმატიც
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დაიწყება. განიხილება ინვესტიციების სამი მოდელი: სახელმწიფო რესურსი, კერძო ინვესტიცია ან შერეული ფორმატი.

მომავალი წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილება ინვესტიციების განხორციელების სამი შესაძლო მოდელი - როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე სრულად კერძო ინვესტიციით, ასევე განიხილება შერეული ფორმატიც.
"ჩამოსაყალიბებელია საბოლოო პოზიცია, მათ შორის, ჩამოსაყალიბებელია პოზიცია პოტენციურ ინვესტორებთან კონსულტაციების საფუძველზე, სამივე შესაძლო მოდელი განიხილება ამ ეტაპზე - როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე მთლიანად კერძო ინვესტიციით განხორციელება, ასევე შერეული ფორმატით განხორციელება. კონსულტაციების შემდეგ ჩამოვყალიბდებით ამაზე. რაც შეეხება ბიუჯეტს, მშენებლობის დაწყება უშუალოდ დაგეგმილია მომავალი წლის დეკემბრიდან, შესაბამისად მომავალ წელს ხარჯები ასე თუ ისე არ იქნება გაწეული უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე, მხოლოდ დეკემბერში იქნება პირველადი, ხარჯები გათვალისწინებული, დანარჩენი გაგრძელდება პროცესები, მომავალი წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა.
სრულად გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდება ტენდერი და ვინც შემოგვთავაზებს საუკეთესო პირობებს, ის მხარე იქნება გამარჯვებული. ჩვენ მივესალმებით მაქსიმალურად ფართო ინტერესს, იმიტომ რომ ფართო ინტერესი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან", - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ჩამოსაყალიბებელია საბოლოო პოზიცია, მათ შორის, ჩამოსაყალიბებელია პოზიცია პოტენციურ ინვესტორებთან კონსულტაციების საფუძველზე, სამივე შესაძლო მოდელი განიხილება ამ ეტაპზე - როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე მთლიანად კერძო ინვესტიციით განხორციელება, ასევე შერეული ფორმატით განხორციელება. კონსულტაციების შემდეგ ჩამოვყალიბდებით ამაზე. რაც შეეხება ბიუჯეტს, მშენებლობის დაწყება უშუალოდ დაგეგმილია მომავალი წლის დეკემბრიდან, შესაბამისად მომავალ წელს ხარჯები ასე თუ ისე არ იქნება გაწეული უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე, მხოლოდ დეკემბერში იქნება პირველადი, ხარჯები გათვალისწინებული, დანარჩენი გაგრძელდება პროცესები, მომავალი წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა. სრულად გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდება ტენდერი და ვინც შემოგვთავაზებს საუკეთესო პირობებს, ის მხარე იქნება გამარჯვებული. ჩვენ მივესალმებით მაქსიმალურად ფართო ინტერესს, იმიტომ რომ ფართო ინტერესი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…