ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„ვერავინ გაიგო, რა საჭირო იყო 3 შვილობილი კომპანია“ - კობახიძე რკინიგზაში შუამავლების ჩამოცილებაზე

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზაში შუამავალი და შვილობილი კომპანიების ჩამოცილების პროცესი დასრულდა, რის შედეგადაც 20 მილიონი ლარის დაზოგვა მოხერხდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ვერავინ გაიგო, რა საჭირო იყო 3 შვილობილი კომპანია“ - კობახიძე რკინიგზაში შუამავლების ჩამოცილებაზე
„ვერავინ გაიგო, რა საჭირო იყო 3 შვილობილი კომპანია“ - კობახიძე რკინიგზაში შუამავლების ჩამოცილებაზეBM.GE

„საქართველოს რკინიგზაში“ შუამავალი კომპანიების ჩამოცილება და პროცესების კორუფციისგან გაწმენდა დასრულდა - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სისტემიდან უამრავი შუამავალი და გაურკვეველი დანიშნულების შვილობილი კომპანია ჩამოაცილეს.

"დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება. ლაშა აბაშიძესაც დასჭირდა თავისი დრო, რომ მთლიანად გასუფთავებინა პროცესები. მათ შორის, აქაც იყო უამრავი შუამავალი კომპანია, სამი შვილობილი კომპანია, ვერავინ გაიგო რა საჭირო იყო სამი შვილობილი კომპანია, სადაც დასაქმებული იყო უამრავი ადამიანი.

მხოლოდ საკადრო ოპტიმიზაციის ხარჯზე, ჩვენ მოვახერხეთ დაახლოებით 20 მილიონი ლარის დაზოგვა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაში, 1 100 ჭარბი შტატი იყო. წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, მაგრამ არა მხოლოდ ზედა ეშელონები, სახელმწიფო სისტემა პრინციპულად გავწმინდეთ კორუფციისგან", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იქამდე, 7 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, „საქართველოს ფოსტიდან“ შუამავალ კომპანიებში გატანილი სერვისები, რომლებიც, სავარაუდოდ, „კორუფციის კარგი საშუალება იყო“, უკვე უკან დაბრუნდა, რის შედეგადაც კომპანია ყოველწლიურად დამატებით 14.2 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს.

იმავე დღეს, კობახიძემ თქვა, რომ ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან შუამავალი კომპანიების გარეშე განხორციელდება, რის შედეგადაც სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაზოგავს.

ესკოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის შუამავალი კომპანია აზერბაიჯანიდან არის შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი; რუსეთიდან შპს ლუქს ენერჯი; სომხეთიდან კი შპს თრეიდინგ სოლოუშენსი.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.