ComCom-ის თავმჯდომარე გოგა გულორდავა "ჰუავეის" რეგიონულ თავმჯდომარეს, ჯანგ სიუგუის შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა კომპანია "ჰუავეის" ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარეს, ჯანგ სიუგუის შეხვდა. მხარეებმა მობილური ქსელების განვითარების პერსპექტივები, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება, 5G-Advanced და 6G ტექნოლოგიები განიხილეს.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა კომპანია "ჰუავეის" (Huawei Technologies) ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარეს, ჯანგ სიუგუის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მობილური ქსელების განვითარების პერსპექტივები, საქართველოში რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება და ახალი თაობის მობილური ტექნოლოგიების განვითარება იყო.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გლობალური უსადენო კავშირგაბმულობის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები, 5G-Advanced ტექნოლოგიის შესაძლებლობები, 6G ტექნოლოგიის განვითარების პერსპექტივები და მობილური ქსელებისთვის რადიოსიხშირული სპექტრის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
"ჰუავეის" წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებს კავშირგაბმულობის განვითარების მიმართულებით კომპანიის ხედვა და ახალი თაობის მობილური ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გააცნეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…