მაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე მიმდინარე პირველი საერთაშორისო სამიტის შესახებ: „მნიშვნელოვანია, რომ
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარიზში კოსმოსის საკითხებზე მიმდინარე პირველ საერთაშორისო სამიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო სამ დეკლარაციას შეუერთდება.

„ეს არის ის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის და არა მარტო ევროპული უსაფრთხოებისთვის, ზოგადად, გლობალური უსაფრთხოებისთვის, ასევე, ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კოსმოსის საკითხებზე პარიზში მიმდინარე პირველი საერთაშორისო სამიტის შესახებ საუბრისას.
„ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატები და პლატფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ აქვთ ის შესაძლებლობა, რაც აქვთ დიდ ქვეყნებს კოსმოსთან დაკავშირებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო არის მოწვეული სწორედ იმ პლატფორმაზე, რომელსაც დღეს ქმნის საფრანგეთის პრეზიდენტი.
დღეს აქ სამი დეკლარაცია იქნება მიღებული. სამივე დეკლარაციას საქართველო შეუერთდება და გლობალურ დონეზე ეს არის კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის ერთგვარი საწყისი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: საქართველო მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია
- POSTVმაკა ბოჭორიშვილი: „კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია გლობალური
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე მიმდინარე პირველ საერთაშორისო სამიტზე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო არის მოწვეული სწორედ იმ პლატფორმაზე, რომელსაც დღეს ქმნის საფრანგეთის პრეზიდენტი
ციტატები სტატიიდან
„ეს არის ის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის და არა მარტო ევროპული უსაფრთხოებისთვის, ზოგადად, გლობალური უსაფრთხოებისთვის, ასევე, ეკონომიკური განვითარებისთვის“
„ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატები და პლატფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ აქვთ ის შესაძლებლობა, რაც აქვთ დიდ ქვეყნებს კოსმოსთან დაკავშირებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო არის მოწვეული სწორედ იმ პლატფორმაზე, რომელსაც დღეს ქმნის საფრანგეთის პრეზიდენტი. დღეს აქ სამი დეკლარაცია იქნება მიღებული. სამივე დეკლარაციას საქართველო შეუერთდება და გლობალურ დონეზე ეს არის კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის ერთგვარი საწყისი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…