მაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: საქართველო მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში ცხადყოფს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანი გლობალური დისკუსიების ნაწილია. სამიტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება.

კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში საქართველოს მონაწილეობა ცხადყოფს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია.
"პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ ღონისძიებაში. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია საქართველო, ასევე საყურადღებოა ორმხრივი თვალსაზრისითაც. ბევრი დელეგაციაა აქ წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- POSTVმაკა ბოჭორიშვილი: „კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია გლობალური
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე მიმდინარე პირველ საერთაშორისო სამიტზე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო არის მოწვეული სწორედ იმ პლატფორმაზე, რომელსაც დღეს ქმნის საფრანგეთის პრეზიდენტი
- POSTVმაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე მიმდინარე პირველი საერთაშორისო სამიტის შესახებ: „მნიშვნელოვანია, რომ
ციტატები სტატიიდან
„პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ ღონისძიებაში. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია საქართველო, ასევე საყურადღებოა ორმხრივი თვალსაზრისითაც. ბევრი დელეგაციაა აქ წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…