ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა - მიზეზი

გამოცემა Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა და ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ 2.7 მილიარდ დოლარად შეაფასა, რის გამოც ის გლობალურ რეიტინგში 1 362-ე ადგილიდან 1 560-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. სტატიაში ასევე საუბარია Bloomberg-ის რეიტინგზე, საიდანაც ივანიშვილის პროფილი წაიშალა.

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა - მიზეზი
Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა - მიზეზიBM.GE

Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა და ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ 2.7 მილიარდ დოლარად შეაფასა, როგორც წინა წელს. მიუხედავად ქონების შეფასების უცვლელად დატოვებისა, ბიძინა ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 1 362-ე ადგილიდან 1 560-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამ პერიოდში რეიტინგის სხვა წევრების ქონების შეფასება გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ქართველი მილიარდერის ქონება $4.9-მილიარდიან ნიშნულზე იყო, თუმცა, ამერიკულმა გამოცემამ მისი ქონების შეფასება 2025 წელს $2.7 მილიარდამდე შეამცირა.

განსხვავებული ვითარებაა Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პროფილი გასულ წელს, $6.5-მილიარდიანი შეფასებით წაიშალა და ის ამჟამად ამ რეიტინგში საერთოდ აღარ არის.

Bloomberg-ის ტერმინალის გასული წლის მონაცემებით კი, ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა და 3.6 მილიარდი იყო. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანს შორის კი 2025 წლის აპრილის შემდეგ აღარაა, როცა მისი ქონება 6.3 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა. [ამჟამად 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბოლო ადგილზე მყოფის ქონება 6.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად სიაში მოხვედრისთვის აუცილებელი ქონებაც სწორედ ამდენია].

ბიძინა ივანიშვილის ქონების ცვლილება Forbes-ის მიხედვით:

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.