ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უმდიდრესი ქართველის, მიხეილ ლომთაძის ქონება $6 მილიარდამდე გაიზარდა – Forbes

Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგის მიხედვით, უმდიდრესი ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ლომთაძის ქონება 6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ქონების ძირითადი წყარო საბანკო-საფინანსო ჰოლდინგი Kaspi-ია. მიხეილ ლომთაძე მეორე ადგილზე მყოფ ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით 3.3 მილიარდი დოლარით უსწრებს.

უმდიდრესი ქართველის, მიხეილ ლომთაძის ქონება $6 მილიარდამდე გაიზარდა – Forbes
უმდიდრესი ქართველის, მიხეილ ლომთაძის ქონება $6 მილიარდამდე გაიზარდა – ForbesBM.GE

Forbes-ის მილიარდერების განახლებულ რეიტინგში უმდიდრესი ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ლომთაძის ქონების შეფასება 6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

გასული წლის რეიტინგში ლომთაძის ქონების შეფასება $5.9 მილიარდს შეადგენდა ანუ ცვლილება თითქმის $100 მილიონია, თუმცა ქონების ზრდის მიუხედავად, ლომთაძე გლობალურ რეიტინგში 597-ე ადგილიდან 694-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამავე პერიოდში სხვა მილიარდერების ქონება გაცილებით სწრაფად გაიზარდა.

მიხეილ ლომთაძის ქონების ძირითადი წყარო საბანკო-საფინანსო ჰოლდინგი Kaspi-ია, რომელიც აშშ-ის და ლონდონის საფონდო ბირჟებზე დალისტული კომპანიაა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $19.3 მილიარდს შეადგენს. ერთწლიან პერიოდში Kaspi-ის აქციები თითქმის 19%-ით არის გაძვირებული, რაც ლომთაძის ქონების შეფასების ზრდის მთავარი მიზეზია.

Forbes-ის მიხედვით, პირველ ადგილზე მყოფი ქართველი მილიარდერი - მიხეილ ლომთაძე, მეორე ადგილზე მყოფ ქართველს, ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით $3.3 მილიარდით უსწრებს, რომლის ქონების შეფასება წელს ისევ $2.7 მილიარდზეა განსაზღვრული.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა - მიზეზიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები