ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

რუსებმა ზაპოროჟიეს მართვადი ბომბებით დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს მართვადი საჰაერო ბომბებით დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

რუსებმა ზაპოროჟიეს მართვადი ბომბებით დაარტყეს, არის მსხვერპლი
რუსებმა ზაპოროჟიეს მართვადი ბომბებით დაარტყეს, არის მსხვერპლიინტერპრესნიუსი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს მართვადი საჰაერო ბომბებით დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონულ-სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელზე, მიხაილო სემიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი და მიმდებარე ტერიტორიაზე დამწვარი ავტომობილები.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.