17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა წრის გაზრდა არ გამორიცხა პროკურორმა
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა წრის გაზრდას პროკურორი ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს. დაკავებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. გამოძიების ცნობით, სისხლიანი ანგარიშსწორება 10 სექტემბერს მოხდა, როდესაც ბრალდებულმა არასრულწლოვანს შელაპარაკებისას დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარადგინა.

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა წრის გაზრდა არ გამორიცხა საქმის პროკურორმა.
ლევან ვეფხვაძემ "პირველებს" უთხრა, რომ ინტენსიურად მიდის მოწმეთა გამოკითხვა, ასევე მიმდინარეობს ვიდოეკამერების გამოთხოვა არამარტო იმ ტერიტორიაზე, არამედ მოშორებით არსებულ ტერიტორიაზე:
ჩატარდა სასამართლო პროცესი სადაც გადაწყდა საკითხი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე. კაკონთან კონფლიქტში მყოფი პირის გადაყვანის თაობაზე. დაკავების პირევლივე წუთიდან მისი პოზიცია არის აღიარებითი ჩვენება, რაც შეეხება დღეს სასამართლოზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ძალიან ინტენსიურად მიდის მოწმეთა გამოკითხვა, მიმდინარეობს ვიდოეკამერების გამოთხოვა არამარტო იმ ტერიტორიაზე, არამედ მოშორებით არსებულ ტერიტორიაზე.
აბსოლიტურად ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, რაც დაკავშირებულია ამ საქმესთან და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება სახელმწიფოს მიდგომა იქნება უმკაცრესი"- თქვა პროკურორმა.
ამასთან, დღეს გაირკვა, რომ თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.
სისხლიანი ანგარიშსწორება ხუდადოვის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ 10 სექტემბერს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.