ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნეს

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს სასამართლოს გადაწყვეტილებით ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნეს. გამოძიების ცნობით, 10 სექტემბერს მომხდარი შელაპარაკების დროს ბრალდებულმა არასრულწლოვანს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. პროკურატურამ ბრალი წარადგინა განზრახ მკვლელობის მუხლით.

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნეს
17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნესTV პირველი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.

აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა.

როგორც საქმის პროკურორი განმარტასვ, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს მკვლელობის საქმეებზე.

სისხლიანი ანგარიშსწორება ხუდადოვის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ 10 სექტემბერს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებული თავისუფლებაზე გადაუხდელი გირაოს პირობებში იმყოფებოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები