ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რა უთხრა ციხეში შესულ ზურაბ ცეცხლაძეს პატიმარმა, რომელმაც ჩათიდან პოლიციელების მხრიდან ძალადობის კადრები გამოიტანა

ადვოკატმა ზურაბ ცეცხლაძემ ციხეში მოინახულა პატიმარი და IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის კადრები გამოიტანა. ადვოკატის თქმით, კვიცარიძეს აგენტი-პროვოკატორი მიუგზავნეს, რის შემდეგაც ის ნარკოტიკის ჩადებით დააკავეს და ახლა ზეწოლას ახდენენ ახალი ვიდეომასალის მოსაპოვებლად.

რა უთხრა ციხეში შესულ ზურაბ ცეცხლაძეს პატიმარმა, რომელმაც ჩათიდან პოლიციელების მხრიდან ძალადობის კადრები გამოიტანა
რა უთხრა ციხეში შესულ ზურაბ ცეცხლაძეს პატიმარმა, რომელმაც ჩათიდან პოლიციელების მხრიდან ძალადობის კადრები გამოიტანაTV პირველი

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ადვოკატმა ზურაბ ცეცხლაძემ ციხეში მოინახულა პატიმარი და IT სპეციალისტი, გიორგი კვიცარიძე, რომელმაც ჩათიდან პოლიციელების მხრიდან ძალადობის კადრები გამოიტანა.

ცეცხლაძის თქმით, გიორგი კვიცარიძემ უამბო, როგორ მიუგზავნეს მას მეგობრად აგენტ-პროვოკატორი, რომელსაც შემდეგ ჩათიდან გამოტანილი კადრები აჩვენა.

ადვოკატის განცხადებით, პატიმარმა მას უამბო, რომ მეგობრად მიგზავნილმა პროვოკატორმა ვიდეოში ერთ-ერთი პოლიციელი იცნო, მასთან მივიდა და კადრების შესახებ უთხრა.

ცეცხლაძის თქმით, ახლა სისტემის მხრიდან გიორგი კვიცარიძეზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ის მამხილებელი კადრების სერია, რომელიც ჯერ არ გაუსაჯაროებია, მათ ხელში აღმოჩნდეს.

დღეს ვნახე გიორგი. დღევანდელ პენიტენციურ დაწესებულებაში კარგად არავინ არის. მას ჯანმრთელობის პრობლემები და სამი თვის განმავლობაში ვერ მოახდინეს გადაყვანა, რომ თვალების შეუმოწმონ.

გავარკვიე მოტივი, რის გამოც შეიძლება დაეკავებინათ. გიორგი ძალიან აქტიური მოქალაქე იყო, მხარს უჭერდა სინდისის პატიმრებს, ამიტომ მის მიმართ იყო ინტერესი, რომ გამოეჭირთ. აგენტი-პროვოკატორი დაუმეგობრეს, ამ პირს აჩვენა ეს კადრები პოლიციელების. ამ მიგზავნილმა იცნო ის პოლციიელი, რომელიც ვიდეოში სცემდა ადამიანებს. მივიდა ამ პოლიციელთან და უთხრა, რომ კომპრომანტი ჰქონდა გიორგის მის მიმართ. მერე დაინტერესდნენ და მერე დააკავეს. ჩაუდეს მოსაწევი გიორგის და დააკავეს.

ჩემი ვარაუდით, ახლა გიორგი ტყვედ იმიტომ ჰყავთ აყვანილი, რომ ახალი კადრების მოპოვებას ცდილობენ, რომელზეც გიორგი ამბობს, რომ აქვს და ეს დიდი სასჯელიც მაგიტომ დააკისრეს, ამით აშანტაჟებენ", - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.

IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს

გიორგი კვიცარიძე ის IT სპეციალისტია, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროზე გამოიტანა.

ეს ის ცნობილი მასალაა, რომელიც "შაბათის ეთერმა" გაასაჯაროვა და სადაც ქობულეთში სამი ახალგაზრდის ცემა ასახული.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.