ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პატიმრის დედა ასახელებს იმ პროკურორის ვინაობას, რომელიც კადრების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობდა

ტვ პირველი

პატიმრის დედა ეთერ ხატისკაცი „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ პროკურორი ტერენტი კოკაია მის შვილს, IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს პოლიციის ძალადობის ახალი კადრების სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებასა და ჩვენებების გაბათილებას სთავაზობდა.

პატიმრის დედა ასახელებს იმ პროკურორის ვინაობას, რომელიც კადრების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობდა
პატიმრის დედა ასახელებს იმ პროკურორის ვინაობას, რომელიც კადრების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობდაTV პირველი

დედა, რომლის პატიმარმა შვილმა პოლიციის განყოფილებაში გადაღებული ძალადობის კადრებით სისტემა ამხილა, "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ასახელებს იმ პროკურორის ვინაობას, რომელიც მისი თქმით, გარიგებას სთავაზობდა.

ეთერ ხატისკაცი ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ჰყვება, რომ პროკურორი, სახელად ტერენტი კოკაია მის შვილს, გიორგი კვიცარიძეს დაუკავშირდა, მის წინააღმდეგ არსებული ჩვენებების გაბათილებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი ის ვიდეო-ფაილები მოითხოვა, რომელიც პატიმის თქმით, პოლიციელების ძალადობის სხვა ეპიზოდებს ასახავს.

ქალი ამბობს, რომ თავადაც ესაუბრა ტერენტი კოკაიას და უთხრა, რომ მხოლოდ მისი შვილის გათავისუფლების შემდეგ მიიღებდა კადრებს.

2-ში მე ვიყავი ციხეში შესული ჩემს შვილთან, 15 წუთის შესული ვიყავი, ტელეფონი დგას იქ, დარეკა ტელეფონმა და კაი კაიო გიორგიმ უთხრა, რა იყო-თქო ვკითხე, საოლქო პროკურორის გამომძიებელს უნდა ჩემთან შეხვედრაო და წავიდა მოვიდა სადღაც ორი საათის მერე. ეცინებოდა, ფურცლები ეჭირა ხელში, ვკითხე, რა უნდოდა-თქო. მეო, შენ ამხელა სასჯელი რომ მოგისაჯესო, პოლიციელები გყავს მოწეები და შემიძლია გავაბათილოო. მერე რას ითხოვო, ჩემმა შვილმა ჰკითხა და კადრებსო. რას ლაპარაკობს-თქო, მე ვუთხარი. ეს იყო ტერენტი კოკაია. რომ გამოვედი დილით ამ საოლქო პროკურატურაში, არ ჩამოვიდა ეს ტერენტი. ტელეფონით მესაუბრა. მე ვუთხარი , ჯერ გააბათილეთ და ჩემი შვილი გამოვიდეს და შემდეგ მოგცემ კადრებსთქო. არაო. მეთქი, აბა შენ მე თუ არ მენდობი, მე უნდა გენდოთქო?"- ამბობს კვიცარიძის დედა.

ეთერ ხატისკაცი ციხეში ორ ოქტომბერს იყო შესული - ქალის თქმით, გიორიმ უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში "ტვ პირველს" არ უჩვენებენ და არც პატიმრებს აძლევენ წერილების გაგზავნის უფლებას.

ვერ გიყურებენ "ტვ პირველს", ჩართული არის რუსული არხები. ბევრს უნდა პატიმარს რომ მიმართოსო ტელევიზიასო, მაგრამ წერილებს არ აგზავნინებენ", - ამბობს კვიცარიძის დედა.

IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს

გიორგი კვიცარიძე ის IT სპეციალისტია, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროზე გამოიტანა.

ეს ის ცნობილი მასალაა, რომელიც "შაბათის ეთერმა" გაასაჯაროვა და სადაც ქობულეთში სამი ახალგაზრდის ცემა ასახული.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ უჩვენებენ და არც პატიმრებს აძლევენ წერილების გაგზავნის უფლებას. ვერ გიყურებენ“
ეთერ ხატისკაცი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.