უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ რუსეთში მდებარე ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა. ეს ობიექტი, რომელიც Gazprom Neft-ის საკუთრებაა, რუსეთში უდიდესია და უკრაინიდან 2 500 კილომეტრში მდებარეობს.

უკრაინამ რუსეთში, ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა.
"ასეთ ობიექტებზე დარტყმა მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებას. გაგრძელება იქნება, დიდება უკრაინას!". - წერს უკრაინის გენშტაბი.
ცნობისთვის, ეს ობიექტი უკრაინიდან 2 500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
Gazprom Neft-ის საკუთრებაში არსებული ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ამ დანიშნულების უდიდესი ობიექტია. ის წელიწადში 21 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებს.
ციტატები სტატიიდან
„ასეთ ობიექტებზე დარტყმა მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებას. გაგრძელება იქნება, დიდება უკრაინას!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…