პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალია ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

იუსტიციის სამინისტრო
პაატა სალია ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრ ჯეტონ შასივარს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და მჭიდრო დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს სამართლებრივი სფეროს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დანერგილ ინოვაციურ მექანიზმებზე, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ რეაბილიტაციის პროგრამებსა და ციფრულ განვითარებაზე.

„პაატა სალიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფასა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაზე მუშაობს. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ კონვენციას ერთ-ერთი პირველები შეუერთდნენ“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოიუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრ ჯეტონ შასივარს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები