ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პოლიტიკურმა ჯგუფმა თანაპარტიელის, ხორვატი ევროდეპუტატის მიერ ორგანიზებული ღონისძიების გამო, რომელსაც მისი მეგობრები ესწრებოდნენ, დისციპლინური გამოძიება დაიწყო

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პოლიტიკურმა ჯგუფმა ხორვატი ევროდეპუტატის, რომანა იერკოვიჩის წინააღმდეგ დისციპლინური გამოძიება დაიწყო. გამოძიების საფუძველი გახდა სტრასბურგში ორგანიზებული ღონისძიება, რომელსაც მისი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ, ხოლო მათი ვიზიტისა და რესტორნების ხარჯები პოლიტიკური ჯგუფის ბიუჯეტიდან იფარებოდა.

POLITICO: ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პოლიტიკურმა ჯგუფმა თანაპარტიელის, ხორვატი ევროდეპუტატის მიერ ორგანიზებული ღონისძიების გამო, რომელსაც მისი მეგობრები ესწრებოდნენ, დისციპლინური გამოძიება დაიწყო
POLITICO: ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პოლიტიკურმა ჯგუფმა თანაპარტიელის, ხორვატი ევროდეპუტატის მიერ ორგანიზებული ღონისძიების გამო, რომელსაც მისი მეგობრები ესწრებოდნენ, დისციპლინური გამოძიება დაიწყოიმედინიუსი

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პოლიტიკურმა ჯგუფმა თანაპარტიელის, ხორვატი ევროდეპუტატის რომანა იერკოვიჩის წინააღმდეგ დისციპლინური გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

POLITICO-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ევროდეპუტატის მიერ სტრასბურგში ორგანიზებულ ღონისძიებას მისი მეგობრები და ნათესავები დაესწრნენ.

გამოცემა წერს, რომ ხორვატი ევროდეპუტატის და, მეგობარი მსახიობი და ახლობელი ხელოვნებათმცოდნე, სტრასბურგში ვიზიტისას რიეკას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომლებად იყვნენ გაფორმებული.

ასევე დოკუმენტებით დასტურდება, რომ ხორვატიიდან ჩასული სტუმრები მაღალი კლასის რესტორნებში ვახშმობდნენ. ხარჯი პოლიტიკური ჯგუფის ბიუჯეტიდან იფარებოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Rapporteur: ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე ჯგუფის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა - საქმე 4,3 მილიონ ევროზე მეტის შესაძლო მითვისებას ეხებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები