ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპის პროკურატურამ სტრასბურგსა და ბრიუსელში ჩხრეკა ჩაატარა

ევროპის პროკურატურამ სტრასბურგსა და ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობებში ჩხრეკა ჩაატარა, რაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ევროზე მეტის სავარაუდო არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისებას უკავშირდება.

ევროპის პროკურატურამ სტრასბურგსა და ბრიუსელში ჩხრეკა ჩაატარა
ევროპის პროკურატურამ სტრასბურგსა და ბრიუსელში ჩხრეკა ჩაატარარუსთავი 2

ევროპის პროკურატურამ სტრასბურგსა და ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობებში ჩხრეკა ჩაატარა.

სამართალდამცველები ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფის აპარატის თანამშრომელთა ადმინისტრაციულ ოფისებში შევიდნენ.

საგამოძიებო მოქმედებები 2019-24 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, 4 მილიონ 300 ათას ევროზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისებას უკავშირდება.

ფინანსური დარღვევები ევროპარლამენტის შიდა აუდიტმა ანგარიშების დახურვისას აღმოაჩინა. ჩხრეკა მხოლოდ აპარატის თანამშრომლებს შეეხო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Rapporteur: ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე ჯგუფის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა - საქმე 4,3 მილიონ ევროზე მეტის შესაძლო მითვისებას ეხებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები