ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სააკაშვილი – გარდა ძალადობისა, ციხეებში სხვა ბევრი პრობლემაა, გაუარესებულია სანიტარიული მდგომარეობა, საკვების ხარისხი, უმეტესობა არ იჭმევა, აკრძალეს „ფლეშკებით“ ვიდეოფილმების შემოტანა

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში არსებულ პენიტენციურ სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე წერს, საუბრობს საკვების ხარისხის გაუარესებაზე, სანიტარულ პირობებზე, შეზღუდვებზე და ციხეთა კონტინგენტის შემცირების აუცილებლობაზე.

მიხეილ სააკაშვილი – გარდა ძალადობისა, ციხეებში სხვა ბევრი პრობლემაა, გაუარესებულია სანიტარიული მდგომარეობა, საკვების ხარისხი, უმეტესობა არ იჭმევა, აკრძალეს „ფლეშკებით“ ვიდეოფილმების შემოტანა
მიხეილ სააკაშვილი – გარდა ძალადობისა, ციხეებში სხვა ბევრი პრობლემაა, გაუარესებულია სანიტარიული მდგომარეობა, საკვების ხარისხი, უმეტესობა არ იჭმევა, აკრძალეს „ფლეშკებით“ ვიდეოფილმების შემოტანაპირველი არხი

ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი აზრამდე, რომ ციხეთა კონტინგენტი მინიმუმ ორჯერ არის შესამცირებელი იმ დათქმით, რომ საშიში დამნაშავეები არ იქნებიან გათავისუფლებულები და ასევე ციხეებში დაბრუნებული ქურდული სუბკულტურა ხელახლა იქნება განეიტრალებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა შეაჩერა და არსებულ დაწესებულებებს მიაშენა კორპუსები.

„გარდა ძალადობისა, ციხეებში არის სხვა ბევრი პრობლემა. მე უკვე 5 წელზე მეტია, ტყვეობაში ვარ და შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვებები და გამოცდილება. ამ წლებში მოხდა „ნაცმოძრაობის“ დროს აშენებული გამართული ციხეების კორპუსების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, მოუვლელობის გამო. ძალიან გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელში, როგორც ჩანს კორუფციის კიდევ უფრო მომატების გამო, ბოლო 2 წელიწადში კატასტროფულად გაუარესდა საკვების ხარისხი. უმეტესი საკვები უბრალოდ არ იჭმევა და ამასთან ერთად, ვეღარც გარედან შემოაქვთ საკვები. თუ ადრე ამანათების შემოტანა ყოველდღე იყო შესაძლებელი, ახლა კი მხოლოდ თვეში ორჯერ. ახლახან აკრძალეს „ფლეშკებით“ ვიდეოფილმების შემოტანა (რომლებიც პატიმრებისთვის დროის მოკვლის შესაძლებლობა იყო).

შევარდნაძის დროს, იუსტიციის მინისტრი ვიყავი და მახსოვს, რა საშინელება იყო მაშინდელი ციხეები, შემდეგ ისინი დავანგრიეთ და ახალი ავაშენეთ. მათ შორის 2012 წლამდე გვქონდა დაწყებული ნორვეგიული სტანდარტის დიდი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა. ეს ქოცებმა გააჩერეს. სამაგიეროდ არსებულ დაწესებულებებს მოაშენეს კორპუსები. მაგალითად რუსთავის ციხეს, რომელშიც ვიმყოფები, მოაშენეს ნაწილი და 1 თვის წინ ციხე გაიბზარა, ძველ ნაწილს და ქოცების მოშენებულ ნაწილს შორის გაჩნდა დიდი ბზარი, რომელზეც გადაბიჯება მიხდება ყოველ ჯერზე, დერეფანში მოძრაობისას (რა სიმბოლურია!) განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში დააწესეს ბევრი უაზრო შეზღუდვა, რომელთაც არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ. ნუ შეაყოფინებთ ამათ თითებს. კიდევ უფრო ღრმად ამოიღეთ ხმა! ამაზე უარესი მაინც არ იქნება. მე პირადად ძალიან ხმამაღლა ვაპროტესტებ ყველაფერს.

ვინაიდან სახალხო დამცველის ინსტიტუტი პრაქტიკულად აღარ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია მოთხოვნა, რომ ციხეებში რეგულარულად დაუშვან კომისია, რომელშიც შევლენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები. მათ უნდა მიეცეთ საშუალება გაესაუბრონ პატიმრებს, გაეცნონ შეზღუდვების მოტივაციას და გაასაჩივრონ უაზრო შეზღუდვები, დააყენონ „უდოს“ სამართლიანად გამოყენების საკითხი, თვითონ გააკონტროლონ საკვების ხარისხი და სანიტარული მდგომარეობა. დააყენონ ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი კორუფციაზე. ამ ყველაფერს მალაპარაკებს ჩემი პირადი გამოცდილება და ის, რომ აქ გავიგე ის რასაც გარედან ვერ გავიგებდი, თან ამ ყველაფერზე ვითვალისწინებ, რომ ციხეში გარდა უდანაშაულოდ მოხვედრილი ხალხისა, უმრავლესობას შეადგენენ ნამდვილი კრიმინალები, რომელთაგან ფართო საზოგადოების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ და ჰუმანურ ფარგლებში.

ისე კი ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი აზრამდე, რომ ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ ორჯერ არის შესამცირებელი, იმ დათქმით რომ საშიში დამნაშავეები არ იქნებიან გათავისუფლებულები და ასევე ციხეებში დაბრუნებული ქურდული სუბკულტურა ხელახლა იქნება განეიტრალებული. აუტანელია იმის ხილვა, რომ „ქოცების“ პირობებში, ციხეებიდან ისევ კონტროლდება ქვეყანაში დანაშაული“, – წერს სააკაშვილი.

ამასთან ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „ე.წ. ციხის კადრები დადგმული იყო“.

„გეყოთ სიმართლისგან გაქცევა. ცოცხის კადრებიც დადგმული იყო და „კარანტინის კადრებიც“ და ამას წყალი არ გაუვა! ეს იყო სპეცოპერაცია. ჩვენს დროს იყო პრობლემები ციხეებში. გაიხსენეთ საიდან დავიწყეთ – შევარდნაძის დროს წინასწარი დაკავების საკანში დათვი ჰყავდათ პატიმრების დასაშინებლად. ციხეებიდან აკონტროლებდა ქურდული სამყარო დანაშაულს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ქურდების განეიტრალებისთვის გატარდა ზომები, მათ შორის გადამეტებული, მაგრამ ნამდვილად არ ხდებოდა გაუპატიურებები, პატიმრების მიგზავნა სხვა პატიმრების საცემად, ციხის უფროსების მკვლელობები. ბევრად უკეთესი იყო კვება და სანიტარული პირობები.

შეადარეთ ჩემი რეაქცია ციხის კადრებზე 2012 წელს, ეგრევე გავხსენი ციხეები, შევუშვი ჟურნალისტები, ოჯახის წევრები, სასულიერო პირები მასიურად. მინისტრიც გადავაყენე და ნახეთ ახლა ამათი რეაქცია ახლანდელ ნამდვილ კადრებზე – ციხეების დაკეტვა, რეპრესიები, რეჟიმის გამკაცრება და მოძალადე პერსონალის საჯარო წახალისება. ე.ი. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მე სუსტი ვიყავი და თვითონ ბოლომდე უჭერს ხელს, ხოდა წაიტეხავენ კიდევაც კისერს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ე.წ. ციხის კადრები დადგმული იყო“
„გარდა ძალადობისა, ციხეებში არის სხვა ბევრი პრობლემა. მე უკვე 5 წელზე მეტია, ტყვეობაში ვარ და შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვებები და გამოცდილება. ამ წლებში მოხდა „ნაცმოძრაობის“ დროს აშენებული გამართული ციხეების კორპუსების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, მოუვლელობის გამო. ძალიან გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელში, როგორც ჩანს კორუფციის კიდევ უფრო მომატების გამო, ბოლო 2 წელიწადში კატასტროფულად გაუარესდა საკვების ხარისხი. უმეტესი საკვები უბრალოდ არ იჭმევა და ამასთან ერთად, ვეღარც გარედან შემოაქვთ საკვები. თუ ადრე ამანათების შემოტანა ყოველდღე იყო შესაძლებელი, ახლა კი მხოლოდ თვეში ორჯერ. ახლახან აკრძალეს „ფლეშკებით“ ვიდეოფილმების შემოტანა (რომლებიც პატიმრებისთვის დროის მოკვლის შესაძლებლობა იყო). შევარდნაძის დროს, იუსტიციის მინისტრი ვიყავი და მახსოვს, რა საშინელება იყო მაშინდელი ციხეები, შემდეგ ისინი დავანგრიეთ და ახალი ავაშენეთ. მათ შორის 2012 წლამდე გვქონდა დაწყებული ნორვეგიული სტანდარტის დიდი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა. ეს ქოცებმა გააჩერეს. სამაგიეროდ არსებულ დაწესებულებებს მოაშენეს კორპუსები. მაგალითად რუსთავის ციხეს, რომელშიც ვიმყოფები, მოაშენეს ნაწილი და 1 თვის წინ ციხე გაიბზარა, ძველ ნაწილს და ქოცების მოშენებულ ნაწილს შორის გაჩნდა დიდი ბზარი, რომელზეც გადაბიჯება მიხდება ყოველ ჯერზე, დერეფანში მოძრაობისას (რა სიმბოლურია!) განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში დააწესეს ბევრი უაზრო შეზღუდვა, რომელთაც არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ. ნუ შეაყოფინებთ ამათ თითებს. კიდევ უფრო ღრმად ამოიღეთ ხმა! ამაზე უარესი მაინც არ იქნება. მე პირადად ძალიან ხმამაღლა ვაპროტესტებ ყველაფერს. ვინაიდან სახალხო დამცველის ინსტიტუტი პრაქტიკულად აღარ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია მოთხოვნა, რომ ციხეებში რეგულარულად დაუშვან კომისია, რომელშიც შევლენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები. მათ უნდა მიეცეთ საშუალება გაესაუბრონ პატიმრებს, გაეცნონ შეზღუდვების მოტივაციას და გაასაჩივრონ უაზრო შეზღუდვები, დააყენონ „უდოს“ სამართლიანად გამოყენების საკითხი, თვითონ გააკონტროლონ საკვების ხარისხი და სანიტარული მდგომარეობა. დააყენონ ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი კორუფციაზე. ამ ყველაფერს მალაპარაკებს ჩემი პირადი გამოცდილება და ის, რომ აქ გავიგე ის რასაც გარედან ვერ გავიგებდი, თან ამ ყველაფერზე ვითვალისწინებ, რომ ციხეში გარდა უდანაშაულოდ მოხვედრილი ხალხისა, უმრავლესობას შეადგენენ ნამდვილი კრიმინალები, რომელთაგან ფართო საზოგადოების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ და ჰუმანურ ფარგლებში. ისე კი ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი აზრამდე, რომ ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ ორჯერ არის შესამცირებელი, იმ დათქმით რომ საშიში დამნაშავეები არ იქნებიან გათავისუფლებულები და ასევე ციხეებში დაბრუნებული ქურდული სუბკულტურა ხელახლა იქნება განეიტრალებული. აუტანელია იმის ხილვა, რომ „ქოცების“ პირობებში, ციხეებიდან ისევ კონტროლდება ქვეყანაში დანაშაული“
მიხეილ სააკაშვილი
„გეყოთ სიმართლისგან გაქცევა. ცოცხის კადრებიც დადგმული იყო და „კარანტინის კადრებიც“ და ამას წყალი არ გაუვა! ეს იყო სპეცოპერაცია. ჩვენს დროს იყო პრობლემები ციხეებში. გაიხსენეთ საიდან დავიწყეთ – შევარდნაძის დროს წინასწარი დაკავების საკანში დათვი ჰყავდათ პატიმრების დასაშინებლად. ციხეებიდან აკონტროლებდა ქურდული სამყარო დანაშაულს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ქურდების განეიტრალებისთვის გატარდა ზომები, მათ შორის გადამეტებული, მაგრამ ნამდვილად არ ხდებოდა გაუპატიურებები, პატიმრების მიგზავნა სხვა პატიმრების საცემად, ციხის უფროსების მკვლელობები. ბევრად უკეთესი იყო კვება და სანიტარული პირობები. შეადარეთ ჩემი რეაქცია ციხის კადრებზე 2012 წელს, ეგრევე გავხსენი ციხეები, შევუშვი ჟურნალისტები, ოჯახის წევრები, სასულიერო პირები მასიურად. მინისტრიც გადავაყენე და ნახეთ ახლა ამათი რეაქცია ახლანდელ ნამდვილ კადრებზე – ციხეების დაკეტვა, რეპრესიები, რეჟიმის გამკაცრება და მოძალადე პერსონალის საჯარო წახალისება. ე.ი. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მე სუსტი ვიყავი და თვითონ ბოლომდე უჭერს ხელს, ხოდა წაიტეხავენ კიდევაც კისერს“
მიხეილ სააკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სააკაშვილი - ბედუკაძემ დადგა ცოცხების კადრები, რაც გადაიღო და დამკვეთს მიუტანა - ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი მთავრობის და საქართველოს წინააღმდეგ, რაც მეტყველებს მაშინდელ სისტემაში პენეტრაციასა და ღალატზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები