ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მიხეილ სააკაშვილი - ბედუკაძემ დადგა ცოცხების კადრები, რაც გადაიღო და დამკვეთს მიუტანა - ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი მთავრობის და საქართველოს წინააღმდეგ, რაც მეტყველებს მაშინდელ სისტემაში პენეტრაციასა და ღალატზე

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში 2012 წლის ციხის კადრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ცოცხებისა“ და „კარანტინის დაშლის“ კადრები დადგმული სპეცოპერაცია იყო მისი მთავრობისა და ქვეყნის წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილი - ბედუკაძემ დადგა ცოცხების კადრები, რაც გადაიღო და დამკვეთს მიუტანა - ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი მთავრობის და საქართველოს წინააღმდეგ, რაც მეტყველებს მაშინდელ სისტემაში პენეტრაციასა და ღალატზე
მიხეილ სააკაშვილი - ბედუკაძემ დადგა ცოცხების კადრები, რაც გადაიღო და დამკვეთს მიუტანა - ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი მთავრობის და საქართველოს წინააღმდეგ, რაც მეტყველებს მაშინდელ სისტემაში პენეტრაციასა და ღალატზეინტერპრესნიუსი

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2012 წელს გავრცელებულ ციხის კადრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ დადგმული იყო როგორც “ცოცხის“ კადრები, ასევე „კარანტინის დაშლის“ კადრები.

ამასთან, როგორც სააკაშვილი აცხადებს, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ციხეში პრობლემები არ იყო. მისი თქმით, ქურდული სამყაროს კონტროლის აღმოფხვრას გადაცდომები მოჰყვა.

“მოიცა, ხომ არ ბნელა მართლა! აღარ უნდა შეწყდეს ეს პარალელების გავლება მართლა და მართლა.

გამაოგნებელია, „ქოცები“ და „განქოცებულები“, ცოცხებს აღარ ახსენებენ, მაგრამ მაინც აწვებიან „კარანტინის დაშლის“ კადრებს და იძახიან, რა ხდება ისეთი ახლა, მაშინ რომ არ ხდებოდაო.

სინამდვილეში თვითონ ბედუკაძემ მოყვა ინტერვიუებში თუ რაში იყო საქმე. ჯერ მან დადგა ცოცხების კადრები, რასაც ელიზბარაშვილიც ადასტურებს, შემდეგ მისმა დამკვეთმა სთხოვა დაბრუნებულიყო ციხეში და სხვა ბადრაგებიც დაეთანხმებინა ვიდეოში გადასაღებად. ხოდა დაბრუნდა და მის ქვეშევრდომებს და კოლეგებს დაავალა "კარანტინის დაშლის" მოწყობა და მათ ეს შეასრულეს, რაც ბედუკაძემ გადაიღო და დამკვეთს მიუტანა და ელიზბარაშვილი ერთადერთი დამკვეთი ნამდვილად არ ყოფილა.

ხოდა, ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი მთავრობის და საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ის, რომ ასეთი კადრების დადგმა და გადაღება შესაძლებელი იყო, მეტყველებს მაშინდელ სისტემაში პენეტრაციასა და ღალატზე. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ციხეში არ იყო პრობლემები. ქურდული სამყაროს კონტროლის აღმოფხვრას მოჰყვა ასევე გადაცდომები.

რაც შეეხება „ქოცებს“, ადამიანის უფლებები მაშინაც ფეხებზე ეკიდათ და მით უმეტეს ახლა, რაც დასტურდება მათი სრული გულგრილობით ციხეში გაუპატიურების ნამდვილი მიმდინარე შემთხვევებზე.

მოვუწოდებ ყველას, უპასუხოს 2012 წელზე ტყუილებს იმიტომ, რომ თუ სიმართლემ არ გაიმარჯვა, ქვეყანას ვერ გადავარჩენთ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოიცა, ხომ არ ბნელა მართლა! აღარ უნდა შეწყდეს ეს პარალელების გავლება მართლა და მართლა. გამაოგნებელია, „ქოცები“ და „განქოცებულები“, ცოცხებს აღარ ახსენებენ, მაგრამ მაინც აწვებიან „კარანტინის დაშლის“ კადრებს და იძახიან, რა ხდება ისეთი ახლა, მაშინ რომ არ ხდებოდაო. სინამდვილეში თვითონ ბედუკაძემ მოყვა ინტერვიუებში თუ რაში იყო საქმე. ჯერ მან დადგა ცოცხების კადრები, რასაც ელიზბარაშვილიც ადასტურებს, შემდეგ მისმა დამკვეთმა სთხოვა დაბრუნებულიყო ციხეში და სხვა ბადრაგებიც დაეთანხმებინა ვიდეოში გადასაღებად. ხოდა დაბრუნდა და მის ქვეშევრდომებს და კოლეგებს დაავალა "კარანტინის დაშლის" მოწყობა და მათ ეს შეასრულეს, რაც ბედუკაძემ გადაიღო და დამკვეთს მიუტანა და ელიზბარაშვილი ერთადერთი დამკვეთი ნამდვილად არ ყოფილა. ხოდა, ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი მთავრობის და საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ის, რომ ასეთი კადრების დადგმა და გადაღება შესაძლებელი იყო, მეტყველებს მაშინდელ სისტემაში პენეტრაციასა და ღალატზე. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ციხეში არ იყო პრობლემები. ქურდული სამყაროს კონტროლის აღმოფხვრას მოჰყვა ასევე გადაცდომები. რაც შეეხება „ქოცებს“, ადამიანის უფლებები მაშინაც ფეხებზე ეკიდათ და მით უმეტეს ახლა, რაც დასტურდება მათი სრული გულგრილობით ციხეში გაუპატიურების ნამდვილი მიმდინარე შემთხვევებზე. მოვუწოდებ ყველას, უპასუხოს 2012 წელზე ტყუილებს იმიტომ, რომ თუ სიმართლემ არ გაიმარჯვა, ქვეყანას ვერ გადავარჩენთ“
მიხეილ სააკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.