"საქართველოს რკინიგზა" მოძრავ შემადგენლობას აახლებს - იგეგმება 50-მდე ლოკომოტივისა და 10 ახალი მატარებლის შეძენა
"საქართველოს რკინიგზა" მოძრავი შემადგენლობის განახლებას გეგმავს. გენერალური დირექტორის ლაშა აბაშიძის განცხადებით, შეძენილია 200 სატვირთო ვაგონი, იგეგმება 10 ახალი მატარებლის შეძენა და მიმდინარეობს 5 მატარებლის მოდერნიზაცია. ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის თქმით, ისტორიაში პირველად კომპანია 50-მდე ახალ ლოკომოტივს შეიძენს და შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

"საქართველოს რკინიგზაში" მოძრავი შემადგენლობის განახლება გრძელდება.
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, სისტემაში მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განხორციელდა, რამაც ახალი პროექტების დაწყების საშუალება მისცა. უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში.
აბაშიძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე, უკვე მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია.
"ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. და, ზოგადად, მიმაჩნია სწორად, რომ "საქართველოს რკინიგზამ" ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირ მწარმოებელი ქარხნებისგან. ასევე, სამგზავრო მატარებლებით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დავამატებთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს "საქართველოს რკინიგზას" და უკვე მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ეს ჯამში მოგვცემს იმას, რომ ჩვენ, ზოგადად, სრულად ჩვენს სამგზავრო მიმართულებას განვახორციელებთ სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით", - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, "საქართველოს რკინიგზა" 50-მდე ახალ ლოკომოტივს შეიძენს. მისი თქმით, შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
"პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, "საქართველოს რკინიგზა" შეიძენს 50-მდე ახალ ლოკომოტივს და, შესაბამისად, განაახლებს სავაგონო პარკს. ამ მიმართულებით შედეგები უკვე სახეზე გვაქვს - გამოცხადებულია ლოკომოტივების შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი და შეძენილია ახალი 200 ვაგონი, რომელიც პირდაპირ მწარმოებელთან დაკონტრაქტდა და, შესაბამისად, ამ მიმართულებით დაიზოგა მნიშვნელოვანი რესურსი, რაც, რა თქმა უნდა, ასევე მოხმარდება "საქართველოს რკინიგზის" განვითარებას", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. და, ზოგადად, მიმაჩნია სწორად, რომ "საქართველოს რკინიგზამ" ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირ მწარმოებელი ქარხნებისგან. ასევე, სამგზავრო მატარებლებით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დავამატებთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს "საქართველოს რკინიგზას" და უკვე მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ეს ჯამში მოგვცემს იმას, რომ ჩვენ, ზოგადად, სრულად ჩვენს სამგზავრო მიმართულებას განვახორციელებთ სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით“
„პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, "საქართველოს რკინიგზა" შეიძენს 50-მდე ახალ ლოკომოტივს და, შესაბამისად, განაახლებს სავაგონო პარკს. ამ მიმართულებით შედეგები უკვე სახეზე გვაქვს - გამოცხადებულია ლოკომოტივების შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი და შეძენილია ახალი 200 ვაგონი, რომელიც პირდაპირ მწარმოებელთან დაკონტრაქტდა და, შესაბამისად, ამ მიმართულებით დაიზოგა მნიშვნელოვანი რესურსი, რაც, რა თქმა უნდა, ასევე მოხმარდება "საქართველოს რკინიგზის" განვითარებას“
„და უკვე მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ეს ჯამში მოგვცემს იმას, რომ ჩვენ, ზოგადად, სრულად ჩვენს სამგზავრო მიმართულებას განვახორციელებთ სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით“
„შეიძენს 50-მდე ახალ ლოკომოტივს და, შესაბამისად, განაახლებს სავაგონო პარკს. ამ მიმართულებით შედეგები უკვე სახეზე გვაქვს - გამოცხადებულია ლოკომოტივების შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი და შეძენილია ახალი 200 ვაგონი, რომელიც პირდაპირ მწარმოებელთან დაკონტრაქტდა და, შესაბამისად, ამ მიმართულებით დაიზოგა მნიშვნელოვანი რესურსი, რაც, რა თქმა უნდა, ასევე მოხმარდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.