რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენ
რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ რეაბილიტაციაში ქართველი მეცნიერებიც ჩართულები იქნებიან, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის რეაბილიტაციაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენ. ამ თემაზე პირველად ანდრია ჯაღმაიძემ 2 ოქტომბერს ისაუბრა, ხოლო დღეს მან კომენტარი გააკეთა „ინტერპრესნიუსთან“.
ჯაღმაიძე ამბობს, რომ თავად არაა ჯგუფში ჩართული და ჯერ დეტალები უცნობია. მასთან გასაუბრება „ნეტგაზეთმაც“ სცადა, თუმცა ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ „ცუდ დროს“ ვუკავშირდებოდით და ტექსტურ შეტყობინებაზე აღარ გვიპასუხა.
„დეტალები ჯერ არ გვაქვს, მოსკოვში არ არის ეს ტაძარი, თუმცა რუსეთშია. სხვას ჯერ ვერ გეტყვით, როცა იქნება საჭირო და დავიწყებთ მუშაობას, ვიტყვით და [ჯგუფის წასვლის შესახებ] ინფორმაციას არ დავმალავთ. მე არ ვარ ამ ჯგუფში ჩართული, ჯერ დასაწყისია ამ ყველაფრის. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის პროცესში ჩართული იყოს სამეცნიერო ნაწილი“, – განუცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“.
2 ოქტომბერს ჯაღმაიძემ თქვა, რომ მხარეებს შორის დიალოგი იყო ერთ-ერთი ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით.
„თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი მოსახლეობაა, ქართველი მოსახლეობა რუსეთში, ისინი აღმსარებლები არიან, იქ არის ქართული ტაძრები. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. რომელზეც მათ თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში“, – თქვა ჯაღმაიძემ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„დეტალები ჯერ არ გვაქვს, მოსკოვში არ არის ეს ტაძარი, თუმცა რუსეთშია. სხვას ჯერ ვერ გეტყვით, როცა იქნება საჭირო და დავიწყებთ მუშაობას, ვიტყვით და [ჯგუფის წასვლის შესახებ] ინფორმაციას არ დავმალავთ. მე არ ვარ ამ ჯგუფში ჩართული, ჯერ დასაწყისია ამ ყველაფრის. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის პროცესში ჩართული იყოს სამეცნიერო ნაწილი“
„თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი მოსახლეობაა, ქართველი მოსახლეობა რუსეთში, ისინი აღმსარებლები არიან, იქ არის ქართული ტაძრები. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. რომელზეც მათ თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.