ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბექა ძამაშვილი: არასწორია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი დოლარი დააკისრა, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში პროცესი არ მიმდინარეობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, არასწორია. მისი თქმით, ვაშინგტონის სასამართლოში არსებითი პროცესი არ მიმდინარეობს, საქმე ეხება პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარიზის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ბექა ძამაშვილი: არასწორია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი დოლარი დააკისრა, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში პროცესი არ მიმდინარეობს
ბექა ძამაშვილი: არასწორია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი დოლარი დააკისრა, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში პროცესი არ მიმდინარეობსიმედინიუსი

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

მისი თქმით, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.

„სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც უნდა საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება.

მისი თქმით, ვაშინგტონის სასამართლო მსჯელობდა უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას.

„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„ნამახვანჰესის“ გამო საქართველოს ENKA-სთვის 1.15 მილიარდი ლარის გადახდა დაეკისრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები