ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ს სასამართლომ საქართველოს ENKA-სთვის $400 მლნ-ზე მეტის გადახდა დააკისრა

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ძალაში დატოვა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს კომპანია ENKA-სთვის 400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა ეკისრება. დავა ნამახვანჰესის პროექტის შეწყვეტას უკავშირდება.

აშშ-ს სასამართლომ საქართველოს ENKA-სთვის $400 მლნ-ზე მეტის გადახდა დააკისრა
აშშ-ს სასამართლომ საქართველოს ENKA-სთვის $400 მლნ-ზე მეტის გადახდა დააკისრარადიო თავისუფლება

ENKA Renewables-მა საარბიტრაჟო დავა 2021 წელს დაიწყო, - მას შემდეგ, რაც „ნამახვანჰესის“ აშენების საინვესტიციო შეთანხმება თბილისმა შეწყვიტა საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე.

პასუხად ENKA-მ საქართველოს ფრანგულ არბიტრაჟში უჩივლა და დავა 2024 წლის დეკემბერში მოიგო.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო კოლეგიამ მაშინ ქვეყანას $383 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

$400 მლნ-ზე მეტი

არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი - რაც კომპენსაციის ძირ თანხას ემატება თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე.

სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, - რაც რადიო თავისუფლებამ მოიძია, - ENKA-მ 18 სექტემბრამდე უნდა დაასახელოს ზუსტი თანხა, რის გადახდასაც საქართველოსგან მოითხოვს;

ეს თანხმა, სავარაუდოდ, $400 მლნ-ზე მნიშვნელოვნად მეტი იქნება.

რატომ აშშ-ს სასამართლო

BMG-ის ცნობით, საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო, „თუმცა, ახლა უკვე აშშ-ის სასამართლოს განაჩენით მისი აღსრულების პროცესის დაძვრა არის განსაზღვრული“.

ENKA-მ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიმართა, ვინაიდან აშშ არბიტრაჟის შესახებ 1958 ნიუ-იორკის საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი მხარეა და მოპაექრე მხარეებს მისი იურისდიქციის გამოყენება შეუძლიათ.

კოლუმბიის ოლქის სასამართლომ კი გადაწყვეტილება 2026 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ინფორმაცია განახლდება

„რიონის ხეობის გადასარჩენად“

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუმათში 2022 წლის მაისში შემაჯამებელი აქციით დაასრულეს კარვებში მიმდინარე 550-დღიანი პროტესტი, ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიოინის ხეობის დატოვების შემდეგ.

წყალტუბოს მუნიციალიტეტ სოფელ ნამოხვანში, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქციები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყეს.

ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ 2021 წლის სექტემბერში უარი თქვა ჰესის აშენებაზე და საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად დაპატიმრებული ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ახალი ჰესების მშენებლობის გარეშე ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ლაპარაკი რთული იქნება.

მთავრობა დიდი ჰესების - ნამახვანის, ნენსკრას, ხუდონის - მშებელობლობას ახლა მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განიხილავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ინვესტორთან მოლაპარაკების საფუძველზე, ალტერნატივებზე შეიძლება ვიფიქროთ - კობახიძე ENKA-ს $400-მილიონიან კომპენსაციაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები